x
მეტი
  • 04.11.2024
  • სტატია:138042
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511789
ჩვენს ბებია-ბაბუას არასოდეს ჰქონია ალერგია და ჩვენ რატომ გვაქვს?
წინა თაობებისგან განსხვავებით, თანამედროვე ადამიანები იტანჯებიან სხვადასხვა სახის ალერგიით. შესაძლოა, ბებია-ბაბუამ არც კი იცოდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ დღეს ალერგია ეპიდემიად იქცა.



image


2013 წელს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბავშვებში ალერგიის რიცხვი 1997 წლიდან 2011 წლამდე, 50%-ით გაიზარდა.


საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ალერგიის გამომწვევად დასახელდა - რძე.



image


ეს არის რძეში ზრდის ჰორმონების დამატების და ქარხნულ მეურნეობაში ანტიბიოტიკების ფართო გამოყენების შედეგი.



არომატიზატორებით, კონსერვანტებით, საღებავებითა და დანამატებით შეფუთული ეს პროდუქტები იწვევს ალერგიას და სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.


უფრო მეტიც, კვების მრეწველობა ხშირად იყენებს კომპონენტებს, რომელთა შესახებ არავინ არაფერი იცის, მაგალითად, ცილების ახალი ტიპები, რომლებიც გაჩნდა 1990-იან წლებში. მომხმარებლებმა საერთოდ არ იციან ამ დანამატების და მათი ალერგენული პოტენციალის შესახებ. არ ჩატარებულა კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა ამ ნივთიერებების უსაფრთხოებას ადამიანებისთვის ან ცხოველებისთვის, მაგრამ ისინი დაემატა ბევრ პროდუქტს.


1994 წელს რძის მრეწველობამ დაიწყო რძის მოსავლიანობის გასაზრდელად გენმოდიფიცირებული ზრდის ჰორმონის rBGH (რეკომბინანტული მსხვილფეხა რქოსანი ზრდის ჰორმონი) გამოყენება. ძროხებს შორის, რომლებსაც ეს ჰორმონი მისცეს, დაავადების სიხშირე მკვეთრად გაიზარდა. გვერდითი ეფექტების აღმოსაფხვრელად გამოიყენებოდა ანტიბიოტიკები, რაც გახდა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.





image



აი, ახსნა რატომ არ ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ალერგია.


ისინი ჭამდნენ დაუმუშავებელ, ორგანულ საკვებს კონსერვანტების გარეშე, ფერმებში მოყვანილს და არა გენეტიკურ ლაბორატორიებში. მათი რაციონი თავისუფალი იყო ქიმიკატების, სტაბილიზატორების, დანამატების, არომატების, გმო-ებისა და საღებავებისგან.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადრე ადამიანები არ ატარებდნენ საათებს გაჯეტებზე და დიდ დროს ატარებდნენ სუფთა ჰაერზე. ექიმთან მისვლამდე კი სიმპტომების განკურნებას ბუნებრივი საშუალებებით ცდილობდნენ - სუპები, ნაზავები, მცენარეული საშუალებები...


როგორც ხედავთ, თანამედროვე ცხოვრების წესი გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. იმისათვის, რომ თავი დავიცვათ, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს რაციონს, მოვერიდოთ ქიმიკატებისა და ტოქსინების შემცველ საკვებს და მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.



image


0
35
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0