ასტროლოგია Top 3 ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი 2018, 16 თებერვალი, 23:35 ყველა კითხულობს თავის ჰოროსკოპს, ზოგი ამას აღიარებს, ზოგიც - არა. ზოგი ზოდიაქოს ნიშანი სხვებზე ძლიერია, ზოგი - სხვებზე სანდო, ზოგი - სხვებზე ეჭვიანი, ზოგიც - ყველაზე სექსუალური. ხართ თუ არა ყველაზე მიმზიდველ ზოდიაქოს ნიშნებს შორის? წაიკითხეთ და გაიგეთ! ყველაზე სექსუალურ ზოდიაქოს ნიშნად მორიელია აღიარებული, მას მოსდევენ ლომი და მესამე ადგილს კირჩხიბი იკავებს. 1. მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი) მორიელი ყველაზე სექსუალური ნიშანია მთელ ზოდიაქოში. თუ ოდესმე გქონიათ პაემანი მორიელთან, გეცოდინებათ მისი დაუძლეველი მიზიდულობის ძალის შესახებ. ამ ნიშნის ყველაზე მახინჯ წარმომადგენლებსაც კი შეუძლიათ, ის გააკეთებინონ ხალხს, რაც სურთ. უცნაურია, მაგრამ თითქოს ისინი თვალებით გაჯადოებენ, როცა გესაუბრებიან. ამის შემდეგ კი თითქოს მათთან ერთად პატარა ტომარაში ხვდებით და ვერსად ვეღარ მიდიხართ. როცა ხალხი გეკითხებათ, რა ნახეთ თქვენს მორიელ პარტნიორში, პასუხს ვერ სცემთ. ფიზიკური მიმზიდველობის გარდა, მათ ერთგვარი ფიქრების წაკითხვის უნარიც აქვთ. ამიტომაც, თუ არ იცით, რას გრძნობთ დღეს, ჰკითხეთ მორიელს! ყველაფრის გარდა, ისინი გმირული, სანდო ადამიანები არიან და ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლით სავსე ნიშნად მიიჩნევიან ზოდიაქოში. თუ მორიელთან დაძინებას აპირებთ, შავი გამომწვევი ტანსაცმელი ჩაიცვით და იყავით საინტერესოები. მათ იდუმალი, ხელოვნების მოყვარული და ხიფათიანი ადამიანები იზიდავთ. 2. ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო) ლომი რიგით მეორე ყველაზე სექსუალური ნიშანია ზოდიაქოში. ისინი პრინციპული, გულთბილი და ოპტიმისტი ადამიანები არიან. იცნობენ ყველა მხიარულ ადამიანს და იციან, როგორ გაატარონ დრო კარგად. ძნელია, არ მიგიზიდოთ ლომების სიმხურვალემ და ქარიზმამ. მათი მთავარი იარაღი, რითიც თქვენს გონებას იპყრობენ, ისაა, რომ თავს სამყაროს ცენტრად გაგრძნობინებენ. ბევრი ადამიანისთვის ასეთი ყურადღება მართლაც სექსუალურობასთან ასოცირდება. ამას გარდა, მათ ყველაფრის უკეთესად გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე სხვას, ამის წარმოდგენა თქვენი წარმოსახვისთვის მოგვინდია. დარწმუნდით, რომ თქვენი ლომი პარტნიორი ნამდვილად ბუნებრივად მომხიბვლელია და არა - დესპოტური მმართველი. ლომებს ყველაზე კარგი ღიმილი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს შორის და ეს ერთ-ერთია, რითიც ისინი თქვენი გულის დაპყრობას ახერხებენ. თუ გინდათ, რომ ლომს თავი მოაწონოთ, ქება შეასხით და მოეფერეთ მას. გაითვალისწინეთ, ლომებს მოსწონთ გოგონები, რომლებიც სამკაულებს ატარებენ. 3. კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი) ბოლო (მაგრამ არა უკანასკნელი) ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშნების სიაში კირჩხიბია. მისი ბრჭყალების დაჭრა მართლაც რთულია, ანუ რთულია მისი დამორჩილება. ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობას კარგი იუმორის გრძნობა აქვთ და საკმაოდ ღრმა პიროვნებები არიან. კირჩხიბები ძალიან რომანტიკულები არიან, მათ ახსოვთ თქვენი პირველად შეხვედრის თარიღი, დღე, როცა სერიოზული ურთიერთობა დაიწყეთ, როცა პირველად ჭამეთ სენდვიჩი ერთად და ა.შ. კირჩხიბების ცუდი მხარე მათი პირქუში და ჩახვეული ხასიათია, მაგრამ ამას თუ გაუძლებთ, მაშინ მთელი ცხოვრება მიიღებთ მათ მიერ მომზადებულ არაჩვეულებრივ საჭმელს, საწოლშიც კი. კირჩხიბებს აჩვენეთ, როგორ ეხმარებით სხვებს და იტირეთ მათ თვალწინ. მათ ეს მოსწონთ. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. 11 ყველაზე კარგად შეთავსებადი ასტროლოგიური წყვილი 2. როგორი იქნება 2018 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის 235 6-ს მოსწონს
|