x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
შემთხვევით არავის ვხვდებით – 3 სახის არამიწიერი კავშირი

ამ სამყაროში, სადაც ცხოვრების ბედნიერება გვხვდა წილად, ყოველი შეხვედრა და შემთხვევითი გაცნობა, კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ზოგჯერ, გვჭირდება ადამიანები, რომლებიც "გამოგვაღვიძებენ" და ჩვენი ცხოვრების მიმართულების შეცვლაში დაგვეხმარებიან. ხან კი, ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები იმისთვის ჩნდებიან, რომ გაგვამხნეონ და შეგვახსენონ, ვინ ვართ ამ ქვეყანაზე. ზოგჯერ კი, ვინმეს, წუთიერად ვხვდებით...


image


ბედის ირონიით, ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ თითოეული მათგანის დანიშნულება. მაგრამ, გახსნილები უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც ყოველ ახალ გაცნობას მოაქვს. ამ სამყაროს კი, როგორც ძაფების გადახლართვას უნდა შევხედოთ, რომელშიც თითოეული ძაფი, კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრას ასახავს.

მთელი ჩვენი ცხოვრება ერთმანეთთან ურთიერთობაა... და მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი და სოციალური ქსელები იმის დარწმუნებას ცდილობენ, რომ ამ ურთიერთქმედების მინიმუმამდე შემცირება შეიძლება, ჩვენს გონებაში რაღაც იცვლება, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ცხოვრებაში, ყველაფერი, რაღაც მიზეზით ხდება.

საჭირო არ არის, რომ ყველა შეხვედრა ხანგრძლივი იყოს. ხანდახან ის, შეიძლება, მხოლოდ წამით გაგრძელდეს... და ეს იმისთვის, რომ ავარიაში არ მოვხვდეთ, ან რომ, პოტენციურ სიყვარულს შეხვდეთ. ზოგჯერ სამყარო ადამიანებს გვიგზავნის, რათა დაგვეხმარონ. თუნდაც ისინი, ჩვენთვის მნიშვნელოვანნი არ გახდნენ...

ადამიანები, რომლებმაც უნდა "გამოგვაღვიძონ". ეს ის ადამიანები არიან, ვინც დიდი ხანით მოდიან ჩვენს ცხოვრებაში.სინი ზოგჯერ, ჩვენი პარტნიორები, ან მონათესავე სულები არიან – ისინი ჩვენს ცხოვრებას, მთლიანად ცვლიან.

ადამიანები, რომლებიც იმის გახსენებაში გვეხმარებიან, თუ ვინ ვართ. ზოგჯერ, ცხოვრების გზაზე, საკუთარ თავს ვკარგავთ. ყოველდღიურ საქმიანობაში გვავიწყდება, ვინ გვინდოდა გავმხდარიყავით, რაზე ვოცნებობდით (ვოცნებობთ) – ვინ ვართ სინამდვილეში?

სწორედ ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში იმისთვის შემოდიან, რომ ამის გარკვევაში დაგვეხმარონ.

წამიერი მნიშვნელობის ადამიანები. როდესაც შემთხვევით თანამგზავრთან ვიწყებთ საუბარს და უბრალოდ, ვერ ვჩერდებით, ან როცა, უბრალოდ, ესკალატორზე ჩამვლელ ადამიანს ვუღიმით და ისიც ღიმილით გვპასუხობს – ეს მართლაც, რაღაც არამიწიერი კავშირია, რომელიც უბრალოდ, უნდა არსებობდეს.

მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე დიდხანს არ რჩება ჩვენს ცხოვრებაში, იმას არ ნიშნავს, რომ მათთან შეხვედრას, აზრი, ან მიზანი არ აქვს. ყველაფერს აქვს აზრი, ამ ქვეყანაზე! სწორედ ეს უხილავი ძაფები გვაკავშირებს ერთმანეთთან და ცხოვრებას არაპროგნოზირებადის ხდის – ჩვენ არასდროს ვიცით, როდის შევხვდებით მას, ვინც საკუთარი ცხოვრების შეცვლას გვაიძულებს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* სულისშემძვრელი და საშიში კადრები (25 ფოტო)

* წიგნი, ავტომობილი, ბრილიანტი... – ყველაზე ძვირად ღირებული 6 რამ მსოფლიოში

* ყველაზე უცნაური და უჩვეულო ავტომობილები მსოფლიოში

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
385
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0