სხვა ტყუპების სასტიკი შურისძიება - 10 გვამი და არანაირი მტკიცებულება 2012, 25 ივნისი, 12:45 შემთხვევა რომელზეც გიამბობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. შეიძლება იგი ერთერთი სერიალის თუ მორიგი ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტს მიამსაგვსოდ, თუმცა ამბავი რეალურია. / შობის ღამეს გამვლელებმა ერთერთი გარეუბნის მიყრუებულ ქუჩაზე ორი ახალშობილი გოგონა იპოვეს. სახელები ექიმებმა შეურჩიეს- ნაომი და სინდი. მიუხედავად მცდელობისა გოგონების მშობლების ვინაობა ვერ დადგინდა, ამიტომაც ნაომი და სინდი თავშესაფარში გააგზავნეს. დრო გადიოდა, ისინი იზრდებოდნენ. ტყუპების სილამაზით ყველა გაოცებული იყო, თუმცა თავშესაფარში მათი ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდებოდა. ზედამხედველების სიმკაცრე, გამუდმებული ცემა, დაცინვა, შეურაცხყოჰა ..... ამ ყველაფრის ატანა ნაომის და სინდის ყოველდღე უწევდათ, თუმცა არა მარტო მათ. განსაკუთრებულ სისასტიკეს გრეისი იჩენდა, მისი ქმარი თავშესაფრის დირექტორი იყო, ამიტომაც დიდად არ ეშინოდა მისი ქმედებების შესაძლო შედეგების, გამუდმებით აძახებდა გოგონებს რომ სხეულით მოვაჭრის მიგდებული შვილები იყვნენ, რომ მშობლებს არ უყვარდათ, გამუდმებით სცემდა და ურტყამდა. ციხის რეჟიმში ცხოვრება ტყუპებისთვის აუტანელი გაახდა. ...... 9 წლის ასაკში სინდი იშვილეს. დების განშორება იმდენად ემოციური იყო, გრეისსაც კი მოულბა გული. თუმცა ოჯახს მხოლოდ ერთი შვილის აყვანა სურდა, არჩევანი კი სინდიზე შეაჩერეს. სინდის წაყვანის მეორე დღეს ნაომი თავშესაფრიდან გაიქცა, გოგონას კვალი არსად იყო. ....... 16 წლის განმავლობაში გზაგაყოფილი დების ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა. სინდი წარმატებული იურისტი გახდა, წლების განმავლობაში ეძებდა ნაომის თუმცა უშედეგოდ, მისი კვალი თავშესაფრიდან გაქცევის შემდეგ არსად დაფიქსირებულა. სანამ სინდი ნაომის ძებნით იყო დაკავებული, ტყუპისცალი ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობდა. ნარკოტიკები, ალკოჰოლი, პროსტიტუცია- მისი ცხოვრების ჩვეულებრივ წესად იქცა. თუმცა სილამაზე ჯერ კიდევ შერჩენოდა.16 წლის განმავლობაში ეძებდნენ ერთმანეთს ტყუპები, თუმცა უშედეგოდ. ...... 25 წლის ასაკში ნაომი დააპატიმრეს, მას ბრალი იარაღის უკანონო ტარებასა და ნარკოტიკების მოხმარებაში ედებოდა. ფინანსების არქონის გამო ადვოკატი სახელმწიფო ხარჯზე დაენიშნა. გამოიცანით ვის შეხვდა ნაომი დაკითხვის ოთახში..... 16 წლიანი ძებნის შემდეგ ტყუპები ერთმანეთს შეხვდნენ, სინდიმ სოლიდური თანხა გადაიხადა ნაომის დასახსნელად. ........ 2 წლის შემდეგ მოსახლეუბა შემზარავმა ინფორმაციამ შოკში ჩააგდო. ქალაქში 5 გვამი იქნა აღმოჩენილი, გვამები ერთმანეთს ეყარა, არც ტანსაცმელი, არც პირადობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი, გამოძიება ჩიხში შევიდა. მიუხედავად იმისა რომ გარდაცვლილთა ვინაობა დადგინდა, მტკიცებულებათა არ არსებობის გამო საქმე დაიხურა. სიტუაცია ნელ ნელა მიწყნარდა, და ზუსტად მაშინ, როცა ამას არავინ ელოდა იმავე ადგილას კიდევ 4 ადამიანის გვამი იქნა აღმოჩენილი. სამხილები ამჯერადაც არ არსებობდა ................................................. ისტორია კი ასე დაიწყო : 15 წლის ლორა კლასელისგან დაფეხმძიმდა, ბავშვების მამამ აბორტის გაკეთება მოითხოვა თუმცა ლორას 2 შვილი სასიკვდილოდ არ ემეტებოდა. მშობლებმა ფეხმძიმე შვილი სახლიდან გამოაგდეს, ლორა ქუჩაში დარჩა. 9 თვე მათხოვრობით და ნაგავსაყრელებში ნაპოვნი საჭმელით ირჩენდა თავს, 9 თვის შემდეგ კი ქუჩაში იმშობიარა. შობის ღამეს ორი ტყუპი გოგონა დაიბადა. ლორა მშობიარობის შემდეგ დაიღუპა, ბავშვებზე ზრუნვა კი მის ერთერთ ქუჩის მეგობარს - კელის სთხოვა, რომელიც მშობიარობაში ეხმარებოდა. თუმცა 2 ბავშვზე პასუხიმგებლობის აღებაზე კელის სულაც არ სურდა. ამიტომაც ბავშვები ქუჩაში დატოვა გამვლელების იმედად. ... დედის ვინაობა ნაომიმ მაშინ გაიგო როცა ქუჩაში ცხოვრობდა. კელიმ 16 წლის ნაომი ლორას მიამსგავსა. ნაომი დედის ზუსტი ასლი იყო, მას შემდეგ რაც გაიგო რომ ტყუპისცალი ყავდა, კელიმ დედამისის ისტორია მოუყვა. სინდისთან შეხვედრის შემდეგ კი ტყუპებმა ბებია-ბაბუის ვინაობაც დაადგინეს, ისინი ერთერთი ელიტარულიი ოჯახის წარმომადგენლები აღმოჩნდენ. გაინტერესებთ ვინ იყვნენ გარდაცვლილები? პირველად აღმოჩენილი 5 გვამი გრეისს, მის ქმარს და თავშესაფრის 2 სხვა აღმზრდელს ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა რომ მსხვერპლთა შორის კავშირი აშკარა იყო და გამოძიება მუშაობდა შურისძიების მოტივზე, აღსაზრდელთა სიმრავლის გამო ფაქტიურად შეუძლებელი იყო დამნაშავის ვინაობის დადგენა. მეორედ აღმოჩენილი გვამები კი დების ბებია- ბაბუას ეკუთნოდა რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით იყვნენ ნაწამები. სასტიკად იყო ნაწამები ტყუპების მამაც. თუმცა სინდიმ და ნაომიმ მხოლოდ ეს არ იკმარეს.მას შემდეგ რაც მათ ბაბუისგან მამამისის ვინაობა დაადგინეს, გოგონებმა აღმოაჩინეს რომ ნახევარძმა ყოლიათ. დებმა უდანაშაულო ძმას სასტიკი განაჩენი გამოუტანეს - ის მამამისის თვალწინ აწამეს, შემდეგ კი მშობელიც გაუყენეს საიქიოს გზას. ........................................ სინტია გათხოვდა და ორი შვილი გააჩინა, ნაომიმ სწავლა დაიწყო და წარმატებული კარიერა აიწყო, იგი არასდროს დაქორწინებულა, მრავალი კაცი გამოიცვალა თუმცა სერიზოულ ურთიერთობებს ყოველთვის ერიდებოდა. წლების შემდეგ უკვე ასაკში შესული ნაომი ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო გარდაიცვალა, სინდიმ ნერვიულობას ვერ გაუძლო და რამდენიმე კვირაში დის გვერდით დაასაფლავეს. დების დანაშაულის შესახებ ცნობილი არ გახდებოდა რომ არა ნაომის ნივთებში შემთხვევით აღმოჩენილი დღიური : '' მათ დედაჩვენი ქუჩაში გააგდეს, 2 შვილზე ფეხმძიმე 15 წლის ბავშვი ქუჩისთვის გაიმეტეს, მათ მოკლეს დედაჩვენი, მათ წაგვართვეს ბავშვობა, რომ შემეძლოს ათასჯერ მოვკლავდი- დედასთვის და ჩვენთვის ''' 170 7-ს მოსწონს
|