სხვა მოხერხებული ქურდი ქალი 2012, 7 მაისი, 19:43 მე მინდა მოგიყვეთ ერთერთ შემთხვევაზე სასამართლო პრაკტიკიდან, რომელიც ნამდვილად განეკუთვნება იმ საქმეთა რიცხვს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ეს საქმე იყო ერთერთ ქალბატონზე, რომელმაც გასაოცარი მოხერხებულობა გამოიჩინა დანაშაულის ჩასადენად.
მან იცოდა რომ ერთერთ აგარაკაზე დიდძალი ქონება ინახებოდა, ძვირფასეულობა, ფული და ასე შემდეგ და შეარჩია დრო, როდესაც სახლის პატრონები ( ცოლ=ქმარნი) სახლში არ იქნებოდნენ.
ჩვენი მხოერხებული ქურდი შეიპარა სახლში და ერთ ჩემოდანში ჩაალაგა ყვეალფერი რაც ძვირფასი იყო და რაც ხელში მოხვდა. თუმცა მისდა სამწუხაროდ აღმოჩნა რომ ცოლი სახლში დაბრუნებულიყო.
მას ფეხის ნაბიჯები შემოესმა, ჩაიხედა მეორე სართულზე და დაიანხა ზემოთ მომავალი სახლის პატრონი, თუმცა არ დაბნეულა. სასწრაფოდ გაიხადა და პატრონების საძინებელში ლოგინში შიშველი ჩაწვა. გაინტერესებთ რატომ? როდესაც ცოლმა კარები შეუღო მან კივილი ატეხა, და თავი გააცნო მას როგორ მისი ქმრის საყვარელი. მან ცოლს უთხრა რომ მისმა ქმარმა გააფრთხილად სახლში დალოდებოდა, იმ მიზეზით რომ ჩემი ცოლი გავისტუმრე და შეგვიძლია მარტოები ვიყოთ რამოდენიმე დღეო ( ცოლი მართლაც წასულიყო მივლინებაში, უბრალოდ რეისი გადაედო და სახლშიც ამიტომაც დაბრუნდა ) . ამ ''ზღაპრის'' მოსმენაზე ქალი ( ცოლი ) გაბრაზდა, ისტერიკები ატეხა, თმებით ითრია ჩვენი ვითომ ქმრის საყვარელი და გარეთ გაააგდო. თქვენ გაინტერესებთ ალბათ რა იყო ამ ამბავში გასაოხარი? აბა დაფიქრდით ძვირფასეულობითა და ფულით გამოტენილ ჩემოდანს რა ბედი ეწია? ქმარზე გაბრაზებულმა ცოლმა მისი სახლიდან მოხვეტილი მთელი ქონება ''ქმრის საყვარელს'' გადაუგო ქუჩაში. მასაც მეტი რა უნდოდა, შეურაცჰყოფილი საყვარელი რომელსაც ჩემოდნებიანად გარეთ გაუძახეს. ქურდობაცაა და ქურდობაც, მაგრამ ესეთი რავიცი :D 1900 7-ს მოსწონს
|