x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პარიზში დააკავეს ქართველი ბინის ქურდების დაჯგუფება
image

საფრანგეთის პოლიციამ ქართველს კოლეგებთან ერთად მოახდინეს ბინის ქურდების ბანდის ნეიტრალიზება, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში დათარეშობდნენ პარიზში და ძარცვავდნენ ბინებს.ისინი არალეგალურად ცხოვრობდნენ საფრანგეთში.


ოპერაციის შედეგად დაკავებულია 8 ბანდის წევრი, თუმცა მათი თანამზრახველების ნაწილი ისევ თავისუფლები არიან.

"დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები, ოქროს ნივთები, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, ქართული და ფრანგული საბანკო ბარათები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს."-ნათქვამია შსს-ოფიციალურ განცხადებაში.


აგრეთვე დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს კავშირი ჰქონდათ 2017 წელს პარიზში დაკავებულ ე.წ კანონიერ ქურდებთან.


შეგახენებთ, გასული წლის ნოემბერში პარიზის გარეუბანში დააკავეს ქართველ ბანდიტთა 35 კაციანი ჯგუფი, (ამათგან 8 ქალი)რომელთა შორის იყვნენ კანონიერი ქურდები, უმეტესობა ქუთაისიდან, დაკავებისას ფრანგმა სამართალდამცავებმა 70 ათასი ევრო, იარაღი, მანქანები და 200 ათასი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს. დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო ბინების გაქურდვით და სიგარეტის კონტრაბანდით.


პარალელურად ოპერაცია ჩატარდა სამხრეთ იტალიაში, პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს უძრავი ქონება ჰქონდა იტალიაში, ესპანეთში და პორტუგალიაში.

imageიხილე აგრეთვე

image

1
68
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
68
  
2018, 16 თებერვალი, 18:05
მოკლედ, აღარსად აღარ ჩაგვესვლება.
0 1 1