კინო რა რეალური ისტორიები იმალება დისნეის პრინცესების უკან? - 9 ყალბი პრინცესის ამბავი 2018, 15 თებერვალი, 0:40 დისნეის პრინცესად მიიჩნევა დისნეის მულტფილმების 12 პერსონაჟი, რომლებიც სამეფო წარმომავლობის არიან, ან უფლისწულზე ქორწინდებიან, გმირობით აქვთ დამსახურებული ეს ტიტული. მათგან რამდენიმე პერსონაჟს საფუძველი ლეგენდებში, ზღაპრებში ან რეალურ ცხოვრებაში ეყრებათ და ეს ამბები ხშირად ბევრად უფრო ამაღელვებელი, საინტერესო და ბნელით მოცულია, ვიდრე ის, რასაც მულტფილმებში ვხედავთ.
სტატიაში გთავაზობთ რეალურ ისტორიებს, რომლებიც დისნეის 9 პრინცესის უკან დგას. წაიკითხეთ სტატია ბოლომდე და იმასაც გაიგებთ, რომელი მათგანის პერსონაჟია დაფუძნებულია რეალურ პიროვნებაზე. 1. ჯადოქარი აგდებს რაპუნცელს და აბრმავებს პრინცს რაპუნცელის ამბავი ძმები გრიმების ზღაპარზეა დაფუძნებული. მათ ვერსიაში, როცა ჯადოქარი რაპუნცელისა და პრინცის შესახებ იგებს, ის გოგონას თმას ჭრის და ფანჯრიდან გადაუშვებს. როცა პრინცი მას უპირისპირდება, ფანჯრიდან ხტება, ეკლებზე ეცემა და ბრმავდება. საბოლოოდ, პრინცი პოულობს რაპუნცელს და გოგონა მას თავისი ცრემლებით კურნავს. საინტერესოა, რომ პირვანდელ ვერსიაში რაპუნცელი სულელურად თავად გასცემს პრინცის ამბავს, როცა ჯადოქარს ეუბნება, რომ ტანსაცმელი უვიწროვდება წელის ირგვლივ (რაც, სავარაუდოდ, ორსულობას ნიშნავს). 2. არიელი გულგატეხილი კვდება ქალთევზა არიელის პერსონაჟი ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვითაა შექმნილი. მის ვერსიაში ქალთევზა პრინცს დახრჩობისგან გადაარჩენს, უყვარდება ის და თავის ლამაზ ხმას ადამიანად გადაქცევაში ცვლის. მაგრამ ამასაც თავისი ფასი აქვს: ყველა ნაბიჯი, რომელსაც ის დგამს, მტკივნეულია. საბოლოოდ, პრინცი სხვა გოგონაზე ქორწინდება, რომელიც თავისი მხსნელი ჰგონია, გულგატეხილი ქალთევზა არიელი კი ზღვაში გადაეშვება და ზღვის ქაფად იქცევა. 3. მაუი გამხდარი თინეიჯერია, მოანა კი არ არსებობს მოანა მთლიანად გამოგონილი პერსონაჟია. ავტორის თავდაპირველი იდეა იყო, რომ ამბავი მაუიზე შეექმნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლინეზიას ეწვია, ძლიერი და ლამაზი ქალებით გახდა შთაგონებული (ისეთივეთი, როგორიც ქვედა მარჯვენა ფოტოზეა). ავტორმა ბევრი რამ გაიგო ნაოსნობაზეც და სწორედ აქედან დაიბადა მოანას პერსონაჟიც. მულტფილმში გვხვდება პოლინეზიური მითები, რომელთა მიხედვითაც კუნძული ნახევარღმერთი მაუის მიერაა შექმნილი. მითებში, მულტფილმისგან განსხვავებით, მაუი ახალგაზრდა ყმაწვილია, რომელიც იმიტომ არ ბერდება, რომ თავზე ქოჩორი აქვს. 4. ლეგენდის ერთ ვერსიაში მულანი თავს იკლავს მულანის პერსონაჟი ჩინური ბალადიდან იღებს სათავეს, რომელშიც მებრძოლი ქალი ომში მიდის, 10 წლის შემდეგ კი ყველანაირ საბრძოლო ჯილდოს უარჰყოფს და ოჯახს უბრუნდება, სადაც ბედნიერად ხვდებიან. თუმცა, ლეგენდის ერთ ვერსიაში, სახლში დაბრუნებულ მულანს მამა მკვდარი, ოჯახი კი დაცალკევებული ხვდება. ის თავს უბედურად გრძნობს და სუიციდს მიმართავს. 5. ბოროტი ჯადოქარი სასტიკად ისჯება გრიმების ზღაპარში ბოროტი ჯადოქარი ფიფქიასა და პრინცის ქორწილში ჩნდება. აქ მას აიძულებენ, რომ ჩაიცვას ცხელი რკინის ფეხსაცმელები და იცეკვოს, სანამ არ მოკვდება.
6. ანდერსენის ელზა ცივი და ულმობელი ქალია ელზას პერსონაჟი მულტფილმ "გაყინულიდან" ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრიდან იღებს სათავეს. ზღაპარში ის თოვლის დედოფალია და გაყინულ სასახლეში ცხოვრობს. ის იტაცებს პატარა ბიჭს - კაის და კოცნით აჯადოებს. კაის მეგობარი გერდა რამდენიმე წლის შემდეგ ბიჭს ყინულის სასახლიდან ათავისუფლებს. 7. ნამდვილი "ურჩხული და მზეთუნახავი" შუა საუკუნეების საფრანგეთში ცხოვრობდნენ ურჩხულისა და მზეთუნახავის ამბავი მადამ გაბრიელ-სუზან დე ვილენუვისმა დაწერა და 1740 წელს გამოსცა. ის შთაგონებული იყო რეალური წყვილით: პედრო და კატერინა გონსალვუსებით. პედროს იშვიათი გენეტიკური დაავადება სჭირდა, რის გამოც მთელი სხეული სქელი ბეწვით ჰქონდა დაფარული. კატერინამ კი პირველად თავისი ქმარი ქორწილის დღეს ნახა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ურჩხული რეალურ ცხოვრებაში სულაც არ გადაქცეულა მომხიბლავ პრინცად. წყვილს 7 შვილი ეყოლა. 8. მძინარე მზეთუნახავი ძილში შვილს აჩენს Perceforest-ში, "მძინარე მზეთუნახავის" ერთ-ერთ ყველაზე ძველ, მე-16 საუკუნეში დაწერილ ვერსიაში, პრინცესა ზელანდინს ტროილუსი უყვარდება. როცა ტროილუსი წასულია, პრინცესას აჯადოებენ და აძინებენ. ხოლო როცა პრინცი ზელანდინს პოულობს, მას ძილში აორსულებს. ბავშვის გაჩენის შემდეგ ზელანდინს ჯადო ეხსნება და ეღვიძება. ცოტა ხანში აცნობიერებს, რომ მისი შვილის მამა ტროილუსია და მას ცოლად მიჰყვება. 9. პოკაჰონტასს არასდროს ჰყვარებია ჯონ სმიტი პოკაჰონტასი (დაბადების სახელი: მატოაკა) 1595 წელს დაიბადა Powhatan-ის ბელადის ოჯახში. 1607 წელს ჯონ სმიტი, ინგლისელი ჯარისკაცი და მკვლევარი, Powhatan ტომის მებრძოლებმა შეიპყრეს. როგორც ის მოგვიანებით ამბობდა, მატოაკა გადაეფარა, რომ სიკვდილით დასჯისგან ეხსნა. შემდეგ მატოაკა მოიტაცეს ინგლისელებმა, რომ Powhatan ტომის მიერ შეპყრობილ ინგლისელ მებრძოლებში გაეცვალათ. მისი ტყვეობის დროს თამბაქოს მეწარმემ ჯონ როლფმა ის გაათავისუფლა ცოლად გაყოლის პირობით. მატოაკა 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. რას ფიქრობთ, კარგი ქნა დისნეიმ, ისტორიები რომ შეცვალა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში❤ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 6 მითი სიყვარულზე, რომლისაც ხალხს დღესაც სჯერა 750 6-ს მოსწონს
|