საზოგადოება „ენით გამოუთქმელი გამოვიარე, ეს მოსამართლე დღეს უვადოდ ინიშნება“ - ნორა კვიციანი 2018, 14 თებერვალი, 18:32 კოდორის ხეობის ყოფილი გამგებელი ნორა კვიციანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დახმარებას სთხოვს. ნორა კვიციანი მოსამართელე დავით კეკენაძის უვადოდ შესაძლო გამწესებას აპროტესტებს. მისთვის მიუღებელია, როცა ასეთ მოსამართლეებს აწინაურებენ. "მე რაც გამოვიარე ეს არის ენით გამოუთქმელი. ეს მოსამართლე დღეს უვადოდ რომ ინიშნება. ეს არის უსამართლო მოსამართლე. მაგის მუშაობა არ უნდა გაგრძელდეს", – განაცხადა კვიციანმა. იუსტიციის სამინისტროს უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე კვიციანის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. დოლიძის თქმით, მაშინ როდესაც საუბარია სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებაზე, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებულად საყურადღებოა. "ქალბატონმა ნორამ შვიდი წელი გაატარა უკანონო პატიმრობაში, ის დღეს გამართლებულია. ამ დროს ის მოსამართლე, რომელმაც ის უკანონოდ გაასამართლა ითხოვს, უვადოდ დანიშნვას. ბუნებრივია, ჩემთვის, როგორც საბჭოს წევრისთვის მსგავსი შემთხვევები ძალიან საყურადღებოა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მცდელობაში", – განაცხადა დოლიძემ. შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გასულ წელს გამოიტანა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს კვიციანის მიმართ წაყენებული ბრალდებები უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზე, იარაღის უკანანო შეძენა-შენახვასა და თანხის მითვისებაზე სრულიად გამოირიცხა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალის წაყენებისას ყოფილი პატიმრის მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებების უხეშ დარღვევას. ცნობისთვის: ნორა კვიციანი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2012 წლის 6 ნოემბერს, ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. 77 შეფასება არ არის
|