ისტორია მომწამვლელი გაზი ბრძოლის ველზე 2018, 14 თებერვალი, 2:06 –შეტევის დროს ბრიტანელ კავალერისტსა და მის ცხენს აირსაწინააღმდეგო ნიღბები ეკეთათ, ქიმიური იარაღი საშუალებას მისცემდა კავალერისტებს, გაერღვიათ გერმანელების პოზიციები და გადასულიყვნენ შეტევაზე, მაგრამ გეგმამ მარცხი განიცადა.
–1915 წლის 22 აპრილს გერმანელებმა გამოსცადეს ახალი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც მოულოდნელი შედეგი მოჰყვა .
–საქსონიის პიონერთა მესამე კორპუსის ჯარისკაცებმა ფრონტის წინა ხაზის სანგრებზე ლითონის ჭურჭლიდან აირი გაუშვეს. აღმოსავლეთის ქარმა მომაკვდინებელი აირი მოკავშირეთა რიგებზე გავრცელდა.
ქიმიურმა იარაღმა დიდი ზიანი მიაყენა საფრანგეთის 87- ე და ფრანგებისგან და ალჟირელებისგან შემდგარ 45-ე დივიზიებს. მომწვანო მოთეთრო ნისლი შეუმჩნევლად მოედო ბრძოლის ველს. თავდაპირველად ჯარისკაცები ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, შემდეგ ხველება აუტყდათ და სუნთქვა გაუჭირდათ. ზოგს პირღებინება დაეწყო ზოგს კი გული წაუვიდა. ასობით ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მოთეთრო ნისლი გავრცელდა . საღამოს 5:30 საათზე კანადელების დივიზიას მიუახლოვდა ნისლი, თუმცა ამ დროისათვის ნაწილმა გაქცევით უშველა თავს. 5:40 წუთზე ერთ-ერთმა ბრიტანელმა ოფიცერმა დაინახა გაქცეულები, შეეცადა გარკვეულიყო ვითრებაში, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი სიტყვა მოისმინა “ნისლი“ საღმოს 5:45 საათზე კანადელმა ოფიცერმა, პროფესიით ქიმიკოსმა უბრძნა ჯარისკაცებს თავიანთ ცხვირსახოცებზე მოეშრდათ და ცხვირ პირი ასე დაეფარათ. ამგვარი აირსაწინააღმდეგო ნიღბებით კანადელებმა შეძლეს გერმანელების შეტევის მოსაგერიებლად ტყვიამფრქვევები მოემზადებინათ. 5:55 საათზე მომწამლავი აირი იპრისკენ გადაადგილდებოდა. ნელ-ნელა იფანტებოდა და აღარ იყო საშიში. მომწამვლელი გაზი სასუნთქი გზების პარალიზებას ახდენდა. აირის დიდი რაოდენობით ჩასუნთქვისას სითხე გროვდებოდა ფილტვებში და ახრჩობდა მსხვერპლს. გერმანელებმა ვერ გაარღვიეს მოწინააღმდეგის მიერ მიტოვებული სანგრები, რადგან მოწინავე ლეგიონი აირწინაღებით არ იყო აღჭურვილი, ამით გერმანიამ შანსი გაუშვა მოეპოვებინა გამარჯვება დასავლეთის ფრონტზე. 95 შეფასება არ არის
|