x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნიკა გვარამია:ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება იმას, რომ სააკაშვილი ყველა დროის ყველაზე წარმატებული ქართველი პოლიტიკოსია

image

რუსთავი-2-სი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ყველა დროის საუკეთესო ქართველ პოლიტიკოსად მოიხსენიებს:

"ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება იმას, რომ სააკაშვილი ყველა დროის ყველაზე წარმატებული ქართველი პოლიტიკოსია. და ბევრი ლაპარაკი არ უშველის იმას, რომ ის წარსული გახდეს. არ ვიცნობ არც ერთ ქართველ პლიტიკოსს, რომელიც უფრო მომავალია, ვიდრე სააკაშვილი. შეიძლება გძულდეს, ყველაფერს აკეთებდე, რომ წარმატებული არ იყოს, მარტივად - ხმას არ აძლევდე არასდროს. კაცია და გუნება. მაგრამ იდიოტიზმამდე არ უნდა მიგიყვანოს ამ სიძულვილმა და ის არ უნდა ამტკიცო, რომ ნაძირალაა, არაფერი გაუკეთებია, ქვეყანა დაანგრია და მომავალი არა აქვს. არა, რატომაც არა, შესაძლოა ესეც ამტკიცო, უბრალოდ, მაშინ უნდა მოითმინო, რომ იდიოტს დაგიძახებენ. მაგალითად, მე.

გზა ფართო ყველა ჯურის იდიოტს და მიშას კიდევ - წარმატებები!-წერს გვარამია

image

როგორც ცნობილია, 12 თებერვალს, უკრაინის სახელმწიფი სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ქართულ რესტორან "სულგუნში" დააკავა, შემდეგ კი სპეცრეისით და ის პოლონეთში გადაიყვანა.როგორც ახლახან ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშავილი პოლონეთის ხელისუფლებისადმი თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს, სამაგიეროდ უკან კიევში დაბრუნება სურს, რისთვისაც გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მიმართავს.მისივე განცხადებით თუ ევროკავშირი და კონკრეტულად გერმანიის კანცლერი მერკელი არაფერს მოიმოქმედებს, უკრაინას კოლაფსი ელის.

ამასობაში კი პოლონეთმა მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის შესახებ უკრაინის თხოვნა დააკმაყოფილა.

0
66
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0