x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ხრიკები, რომელიც ყველა მზარეულმა და დიასახლისმა უნდა იცოდეს

image

თევზის გემრიელი კერძის მოსამზადებლად, შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:


1. ვარგისიანობის შემოწმება: მოათავსეთ თევზი წყლიან ჭურჭელში, თუ ჩაიძირება, – ახალია, თუ არა – გადააგდეთ.

2. იმისთვის, რომ თევზს შიგნეული მუცლის გაჭრის გარეშე მოაცილოთ, გადაჭერით ლაყუჩებთან კანი და ხერხემალი. ხოლო, შემდეგ თავი მოაცილეთ და შინაგანი ორგანოებიც თან გაჰყვება. რა თქმა უნდა, აქ საუბარი პატარა ზომის თევზეა.

3. თევზის შეწვისას, სუნი არ დადგება, თუ თევზთან ერთად, ზეთში ერთ ცალ გაფრცქვნილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილსაც მოათავსეთ.

4. შეწვის დროს, თევზი რომ არ დაიშალოს, — დაჭერით, მარილი მოაყარეთ და მომზადებამდე, 15 წთ. გააჩერეთ.

5. იმისთვის, რომ თევზს შეწვის შემდეგ ხრაშუნა კანი ჰქონდეს, ცხელ ზეთში ცოტა მარილი დაამატეთ.

6. უფრო ნაზი იქნება ზღვის თევზი, თუ შეწვამდე 30-40 წუთით ადრე, შაქრის ფხვნილს მოაყრით.

7. თევზი კარგად რომ დაიბრაწოს, ვიდრე შეწვავთ, სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცით კარგად გაამშრალეთ.

8. შეწვით თევზი მცირეოდენ ცხიმში, ზეთის და კარაქის ნაზავის გამოყენებით. ხოლო იმისთვის, რომ ყველა გვერდი კარგად შეიწვას და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდეს, თევზის ნაჭრები ერთმანეთთან ახლოს არ დაალაგოთ.

9. დამარილებული თევზი, გასუფთავების წინ, ცივ წყალში მოათავსეთ, რომ ცოტა გაფუვდეს, – ასე მისი გაწმენდა, უფრო ადვილი იქნება.

10. თუ თევზი მეტისმეტად მლაშეა, მოათავსეთ ის ცივ წყალში 4 სთ-ით და ყოველ 1 თაათში, წყალი გამოუცვალეთ. წყალში დასველებული თევზის შენახვა რეკომენდირებული არ არის.

11. მეტისმეტად დამარილებული ქაშაყის ჩალბობა ჩაიში ამ რძეში შეიძლება.

12. პატარა და ნაჭრებად დაჭრილი თევზი, მოხარშვისას უკვე ადუღებულ წყალში ჩაალაგეთ, რომ არ გადაიხარშოს.

13. თუ თევზი გაყინულია, მოხარშვისას, აუცილებლად ცივ წყალში უნდა მოათავსოთ და არა მდუღარეში.

14. დიდი ზომის თევზი მოხარშვისას, ჩადეთ ცივ წყალში. ხოლო მას შემდეგ, რაც წყალი ადუღდება, საჭიროების მიხედვით, წყალი დაამატეთ.

15. სალამურას, კაპარჭინას, გველთევზას და კობრის მოხარშვა რეკომენდირებული არ არის – ამ სახეობის თევზის ბულიონი მწარე გამოდის.

16. არ შეიძლება თევზის ყველა კერძის მაღალ ცეცხლზე მომზადება. მოხარშვის შემთხვევაში, დუღილის დასაწყისში, საჭიროა ცეცხლის შემცირება და დაბალ ცეცხლზე ხარშვა, ისე რომ სითხე ოდნავ ირხეოდეს.

17. თევზი მოხარშულად ითვლება, თუ ასანთის ლერი მის რბილ ადგილში ადვილად შედის.

18. თევზის ბულიონის მომზადებისას, მარილი ხარშვის დაწყებამდე უნდა დაამატოთ.

19. თევზის ყველაზე გემრიელი ბულიონი, რამდენიმე სახეობის თევზისგან გამოდის.

20. უკვე მზა თევზის შენახვა მაცივარში მხოლოდ 1—2 დღე შეიძლება და თუ მას უფრო მეტ ხანს გააჩერებთ, სუფრასთან მიტანის წინ, მოხარშული თევზი უნდა წამოადუღოთ, ხოლო შემწვარი, დამატებით, კიდევ უნდა შეწვათ — ყველა ნაჭერი ორივე გვერდიდან.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageთევზეული – 10 საუკეთესო და მარტივი რეცეპტი

პროფესიონალი მზარეულების 3 საიდუმლო

როგორ შევწვათ თავსახურის გარეშე ისე, რომ გაზქურა სუფთა დარჩეს

2
768
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
768
  
2019, 19 იანვარი, 20:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 იანვარი, 0:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2