საზოგადოებრივი ჩინეთში მსოფლიოში პირველად აიგება ტყის ქალაქი 2018, 13 თებერვალი, 16:36
პროექტი "ფორესტ-სიტი" შეიმუშავა ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ, ქალაქი აიგება სამხრეთ ჩინეთში ლიუჩჟოუს ოლქში, პროვინცია გუანსი, ქალაქში იცხოვრებს 30000 ადამიანი, მშენებლობა დაიწყება 2020 წელს.
სტეფანო ბოერი რამდნიმე "ტყის ცათამბჯენის" ავტორია, რომელიც შვეიცარიაში და იტალიაში დააპროექტა, მთლიანი ქალაქის მშენებელობას პირველად შეეჭიდა.
"ფორესტ სიტი" ეს იქნება ქალაქი სადაც იქნება საცხოვრებელი სახლები, ოფისები, საავადმყოფო და სკოლები, ყველა შენობა მწვანეში იქნება ჩაფლული, ამისთვის კი გამოიყენებენ 40 000-ს ხეს და 1 მილიონ სხვადასხვა სახეობის მცენარეს. გამოთვლების მიხედვით ქალაქი შთანთქავს 10 000 ტონა CO2-ს და 57 ტონა დაბინძურების სხვა სახეობებს, ხოლო წელიწადში 900 ტონა ჟანგბადს გამოიმუშავებს. ყველა შენობისთვის ეკოქალაქში ჰაერის კონდეცირების და სხვა საჭიროებისთვის გამოყენებული იქნება გეოთერმული ენერგია, სახლის სახურავებზე დამონტაჟდება მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები. დამპროექტებლები ირწმუნებიან, რომ "ფორესტ-სიტიში" ხეების და მცენარეების წყალობით ჰაერის საშუალო ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, ამასთანავე ისინი შექმნიან ხმის დამხშობ ბარიერს, ქალაქში კი ბუნებრივად მომრავლდებიან ჩიტები, მცირე ზომის ცხოველები და მწერები. 122 8-ს მოსწონს
|