სხვა სკანდალი-როგორ აფორმებდა სომეხი ტელეწამყვანი საკუთარ თანამემამულეებზე აშშ-ს ვიზას 2018, 13 თებერვალი, 10:44
თაღლითურ სქემაში მონაწილოებდა აგრეთვე აშშ-ს მოქალაქე, 47 წლის სტელა ბოიაჯანიანი და გრაჩე ატოიანი.აგრეთვე სომხეთის მოქალაქე, ცნობილი ტელეწამყვანი დიანა გრიგორიანი, იგივე "დინა აკოფოვა". ბრალდება 15 პუნქტისგან შედგება, მათ შორისაა უკანონოდ, თაღლითური გზით ვიზების გაცემა და გამგზავრება აშშ-ში. ბოიაჯანიანი და გრიგორიანი ამის გარდა ბრალდებული არიან მოქალაქეთა პირადი მონაცემების გაყალბებაში და ფულის გათეთრებაში. როგორც აშშ-ს იუსტიციის სამინისტორო იუწყება, ბოიაჯანიანი და გრიგორიანი აფორმებდნენ ყალბ საბუთებს, არარსებულ არტისტებზე აშშ-ში საგასტროლოდ, აძლევდნენ მათ კოსტუმებს და ყალბ სარეკლამო პლაკატებს თითქოსდა "კონცერტის ჩასატარებლად", ამისთვის კი იყენებდნენ სამთავრობო პროგრამებს, რის მიხედვითაც "არტისტებს" უფლება ეძლეოდან დროებით აშშ-ში ემოძრავათ. მანამდე კი მიგრანტები გადიოდნენ სპეციალურ კურს-ინსტრუქციას:რა ეთქვათ და როგორ მოეტყუებინათ აშშ-ს სავიზო რეჟიმის სამსახური. წინასწარი მონაცემებით გრიგორიანი თაღლითური სქემისთვის იყენებდა Big Apple Music Awards-ის ფონდს, აგრეთვე სომხური მუსიკალური ინდუსტრიის ოფიციალურ და არაოფიციალურ კონტაქტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამოძიების ინფორმაციით, ბოიაჯანიანი სომეხი თანამემამულეებისგან მსგავს მომსახურეობაში 3-იდან 15 ათას აშშ დოლარს იღებდა, ხოლო აშშ-ში ჩასვლის შემდეგ კიდევ დამატებით ქრთამს იღებდა ვიზის გაგრძელების სანაცვლოდ. იხილეთ აგრეთვე 180 10-ს მოსწონს
|