x
image
გემი დალანდი
5 ლოგიკური ამოცანა, რომლებიც თქვენს ტვინს გაავარჯიშებს
ლოგიკური ამოცანები ეფექტური მეთოდია აზროვნების და ინტელექტის გასავითარებლად. გთავაზობთ 5 ასეთ ამოცანას. გაითვალისწინეთ, ზოგჯერ ყველაფერი უფრო იოლია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.


1. 7 და აგარაკზე

image7 და აგარაკზე ჩავიდა და თითოეულმა თავის საქმეს მოკიდა ხელი. პირველმა რომანის კითხვა დაიწყო, მეორემ-ოლადების შეწვა, მესამემ-ჭადრაკის თამაში, მეოთხემ- კროსვორდების ამოხსნა, მეხუთემ- სარეცხის რეცხვა, მეექვსემ-ბოსტნის მორწყვა.


რას აკეთებს მეშვიდე და?



2. ფეხსაცმლის ქურდობა

imageერთმა ახალგაზრდა კაცმა მემკვიდრეობით ორი ფაბრიკა მიიღო, რომლებიც ქალის ლამაზ ფეხსაცმელს აწარმოებდნენ. ცოტა ხანში მფლობელმა შეამჩნია, რომ მუშები ფეხსაცმელს იპარავდნენ თავის ცოლებისა და შეყვარებულებისთვის, მაგრამ ფაქტზე ვერავინ გამოიჭირა.


რა მოიფიქრა მფლობელმა ქურდობების შესამცირებლად?


3. კატა და თაგვი

imageროცა წვიმს, კატა ოთახშია ან სარდაფში


როცა კატა ოთახშია, თაგვი სოროშია, ყველი კი მაცივარში


თუ ყველი მაგიდაზეა, კატა კი სარდაფში, მაშინ თაგვი ოთახშია


თუ ახლა წვიმს, ყველი კი მაგიდაზეა, სად არიან კატა და თაგვი?


4. რამდენი ძვალია

imageგამომცდელმა გამოცდაზე სტუდენტ გოგონას თეძოს ძვალი მისცა და ჰკითხა:


-რამდენი თეძოს ძვალი გაქვს ახლა?


-ხუთი!


შეცდომაა!


გოგონამ კი პასუხი დაასაბუთა და აღმოჩნდა, რომ მართალი იყო. როგორ?


5.მეფის მოტყუება

imageერთი კუნძულის მეფეს არ უნდოდა, რომ მის კუნძულზე უცხოელები დასახლებულიყვნენ და ასეთი რამ მოიფიქრა: ნებისმიერ უცხოელს, რომელიც კუნძულზე დასახლებას მოისურვებდა, მტკიცებით ფორმაში უნდა ეთქვა ნებისმიერი რამ. განკარგულებაში კი ნათქვამი იყო, რომ “თუ უცხოელი სიმართლე იტყვის-ესვრიან, თუ ტყულს-ჩამოახრჩობენ."


რა უნდა თქვას უცხოელმა, რომ ვეღარ მოკლან და კუნძულზე ცხოვრების უფლებაც მიიღოს?



პასუხები:

image

1. მეშვიდე და ჭადრაკს თამაშობს მესამე დასთან


2.მფლობელმა ბრძანა, რომ ერთ ფაბრიკას მარჯვენა ფეხსაცმელი ეწარმოებინა, მეორეს კი მარცხენა.


3.დავალების თანახმად, კატა ორ ადგილას შეიძლება იყოს:ოთახში ან სარდაფში. რადგან ყველი მაცივარში არ დევს, ე.ი. კატა სარდაფშია. ანუ- ყველი მაგიდაზეა, კატა კი სარდაფშია, ამ შემთხვევაში კი უკვე ვიცით, რომ თაგვი ოთახშია.


4.სტუდენტი ფეხმძიმედ იყო. მას მხედველობაში ჰქონდა თავისი ორი, ბავშვის ორი და ის ერთი ძვალი, რომელიც ხელში ეჭირა.


5. უცხოელმა უნდა თქვას “მე ჩამოხრჩობას ვიმსახურებ", ამით ის გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებს კუნძულის ბინადრებს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ უცხოელი სიმართლეს ამბობს-ესვრიან, მაგრამ შეიძლება ეს ტყუილი იყოს, ხოლო თუ ჩათვლიან, რომ ეს ტყუილია, მაშინ ჩამოახრჩობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ უცხოელმა სიმართლე თქვა.

0
2599
4-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2599
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0