x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138408
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სტუდენტი, რომელმაც გამოცდაზე სამოთხის არსებობა დაამტკიცა - ჰიტად ქცეული პასუხი
image

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა იმდენად დეტალური პასუხი გასცა საგამოცდო სკითხზე, რომ პროფესორმა გადაწყვიტა იგი სოციალური ქსელით გაეზიარებინა კოლეგებისთვის, რის შემდეგაც აღნიშნული ისტორია მთელ ინტერნეტს მოედო.

შეკითხვა იყო შემდეგნაირი: თქვენი აზრით, ჯოჯოხეთი ეგზოთერმულია (გამოყოფს სითბოს) თუ ენდოთერმული (შთანთქავს სითბოს)?

სტუდენტთა უმრავლესობამ პასუხის გასაცემად ბოილის კანონი (გაფართოებისას აირი გრილდება, შეკუმშვისას კი - თბება) მოიშველია. ერთ-ერთმა სტუდენტმა კი განსაკუთრებით საინტერესო პასუხი დაწერა:


image



"თავდაპირველად უნდა ვიცოდეთ როგორ იცვლება ჯოჯოხეთის მასა დროში. ამისათვის გვჭირდება ვიცოდეთ სიჩქარე, რომლითაც სულები ჯოჯოხეთში გადაადგილდებიან და სიჩქარე, რომლითაც ისინი ჯოჯოხეთს ტოვებენ. ვფიქრობ, დარწმუნებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ სული ჯოჯოხეთში მოხვდა, იქიდან ვეღარ გამოვა; ამგვარად, სულები ჯოჯოხეთს არ ტოვებენ. იმისათვის, რომ ვთქვათ, რამდენი სული ხვდება ჯოჯოხეთში, მოდით, გადავხედოთ სხვადასხვა რელიგიებს.


image

რელიგიათა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ თუ სწორედ ამ კონკრეტული რელიგიის მიმდევარ არ ხარ, მოხვდები ჯოჯოხეთში. რამდენადაც ეს რელიგიები ერთზე მეტია, ადამიანი კი, ჩვეულებრივ ერთზე მეტი რელიგიის მიმდევარი ვერ იქნება, შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცოთ, რომ ყველა სული ხვდება ჯოჯოხეთში. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში შობადობასა და სიკვდილიანობას, შეიძლება ველოდოთ, რომ ჯოჯოხეთში მოხვედრილი სულების რაოდენობა იზრდება ექსპონენციურად.

ახლა უნდა ვნახოთ ჯოჯოხეთის მოცულობის ცვლის სიჩქარე, რადგან ბოილის კანონის თანახმად, იმისათვის რომ ჯოჯოხეთში ერთნაირი ტემპერატურა და წნევა შენარჩუნდეს, ჯოჯოხეთის მოცულობა უნდა გაიზარდოს დამატებული სულების პროპორციულად. ეს კი მხოლოდ ორ შესაძლებლობას იძლევა:

1. თუ ჯოჯოხეთი ფართოვდება დამატებული სულების რაოდენობაზე ნელა, მასში ტემპერატურა და წნევა გაიზრდება მანამ, სანამ იქურობა არ აფეთქდება.

2. თუ ჯოჯოხეთი ფართოვდება დამატებული სულების რაოდენობაზე სწრაფად, ტემპერატურა და წნევა დაეცემა და საბოლოოდ ჯოჯოხეთი გაიყინება.



image


მაშ, რომელია სიმართლე?

თუ მივიღებთ პოსტულატს, რომელიც ტერეზამ პირველ კურსზე ყოფნისას გამომიცხადა: "ჯოჯოხეთი უფრო ადრე გაიყინება, ვიდრე მე შენთან დავწვები!", და გავითვალისწინებთ იმას, რომ გასულ ღამეს მასთან ვიწექი, გამოდის, რომ სიმართლეს შეესაბამება მეორე ვარიანტი და, ამგვარად, დარწმუნებული ვარ, რომ ჯოჯოხეთი ეგზოთერმულია და უკვე გაიყინა. ამ თეორიის შედეგი არის ის, რომ რადგანაც ჯოჯოხეთი გაიყინა, და შესაბამისად, სულები იქ უკვე ვეღარ მოხვდება, რჩება მხოლოდ სამოთხე, რაც ამტკიცებს გარკვეული ღვთიური არსების არსებობას და ხსნის იმას, თუ რატომ ყვიროდა გუშინ ღამით ტერეზა ფრაზას "ო, ღმერთო!"."




რა თქმა უნდა სტუდენტმა ამგვარი გონებამახვილური პასუხისთვის უმაღლესი შეფასება მიიღო.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. პირველკლასელის დაუჯერებელი პასუხი მასწავლებლის შეკითხვებზე - ანეკდოტი, რომელმაც ბევრი გაახალისაimage


2. რატომ ჩაიშალა საკავშირო ყრილობა სომხეთის რადიოს წარმომადგენლის გამოჩენაზე - იხალისეთ!image


3. როგორ უნდა ველაპარაკოთ ექიმს - მოკლე ამბავი, რომელიც ძალიან გაგამხიარულებთ!image


4. როგორ გამოადგა რუსეთის ბაზარზე მოვაჭრე ქართველს ფიზიკის ცოდნა - სახალისო ისტორიაimage


5. ერთსიტყვიანი წერილი, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა - რა უთხრეს ქალიშვილებმა დედას?image


6. "დედიკო და მამიკო ცხენობანას თამაშობდნენ..." რა დაინახა ბავშვმა - ამბავი, რომელიც გაგახალისებთimage


7. "ჩაი ხომ დალიე, ახლა მაჩვენე...უკანალი" - რა შეემთხვა სოფელში ახალგაზრდა მასწავლებელსimage


2
4845
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4845
  
2018, 14 თებერვალი, 20:47
კარგად ვიხალისე
2018, 12 თებერვალი, 23:30
:D
0 1 2