საზოგადოება "ცისარტყელას" მთა (ბევრი ფოტო) 2018, 11 თებერვალი, 17:38 ფერთა ბუნებრივი პალიტრა ამ მთებს გასაოცარს და შთამბეჭდავს ხდის, "დანქსიას" იგივე ცისარტყელას მთები ჩინეთში, ჩჟანიე დანქსში მდებარეობს. რეგიონი 2010 წლიდან "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მეცნიერები ამ გეოლოგიურ სასწაულს ახსნას უძებნიან, რომ მილიონობით წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის ქვეშ, ქვა და მინერალი ერთმანეთს შეერწყა და ბუნებას ასეთი საოცარი მთები შესძინა. ალბათ ბევრი თქვენგანი აქ მოხვედრაზე ოცნებობს. ეს ტერიტორია დღემდე ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილად რჩება, ამიტომაც არ უნდა იყოს გასაკვირი ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია ტურისტებით და დამსვენებლებით ყველა სეზონზე სავსეა. 169 2-ს მოსწონს
|