საზოგადოება იტალიაში "ქართველებსაწინააღმდეგო" საკეტებს აყენებენ 2018, 9 თებერვალი, 17:41 იტალიის ერთ-ერთ ქალაქში "ქართველებსაწინააღმდეგო" საკეტები "გამოიგონეს." ამის შესახებ ინფორმაციას იტალიაში მცხოვრები ქართველი, ნინა მამუკაძე ავრცელებს. მამუკაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დადო სურათი, სადაც ჩანს, რომ ქართველი ქურდებით შეწუხებული ერთ-ერთი ქალაქის მცხოვრები თანაქალაქეებს სთავაზობს საკეტს, რომელიც მათ ქართველი ქურდებისგან დაიცავს.
".. ვინც იტალიური არ იცით, მათთვის დავწერ, რომ განცხადების ავტორი მოსახლეობას კარების საკეტების უსაფრთხო მოწყობილობის დაყენებას სთავაზობს, რომლებიც მათ ქართველი ქურდებისგან დაიცავთ. "ქართველებსაწინააღმდეგო" საკეტები.." - ვკითხულობთ მამუკაძის ფეიბუკ პოსტში. 452 4-ს მოსწონს
|