სხვა ეგვიპტეში გარყვნილი ცეკვის გამო რუსის გოგონა დააკავეს(ვიდეო) 2018, 9 თებერვალი, 15:40 დაკავებულ მოცეკვავეს ბრალი წაუყენეს "ახალგაზრდების გარყვნაში და უზნეობის გაღვივებაში"
რუსი გოგონას დაკავების მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც სამხრეთ ეგვიპტეს ღამის კლუბშია გადაღებული. 31 წლის ეკატერინე ანდრეევამ, რომლის სასცენო ფსევდონიმია ჯოჰარა(მარგალიტი), ეგვიპტეს ღამის კლუბებში შეასრულა მუცლის ცეკვები, მაგრამ ეგვიპტეს ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მისი გამოსვლებები გადამეტებულად სექსუალური იყო.
ზოგიერთი მაყურებელის მასთან სცენაზე ასვლაც კი უნდოდა, ეგვიპტელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ მისი ჩაცმულობა, ცეკვა და განსაკუთრებით კოსტუმის ფერი ზედმეტად გამომწვევი და გარყვნილი იყო. "ცეკვის შესრულების დროს ყველა ფერი ნებადართულია კრემისფერი კოსტუმის გარდა, რადგან ეს ფერი კანისფერს ეხამება, ამასთანავე ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბრალდებულს ცეკვის დროს საერთოდ არ ეცვა საცვალი, ეს საკმაოდ პროვოკაციულად გამოიყურებოდა"-განაცხადა პროკურორმა ჰატიმ ფადლიმ.
ეკატერინეს დამსაქმებელმა კომპანიამ უკვა მიმართა ადვოკატებს.
ახალგაზრდა ქალი 250$ გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს, საქმის განხილვამდე ქალს აკრძალული აქვს ცეკვა.
ეკატერინეს და მის მეუღლეს მოსკოვში გახსნილი აქვთ მუცლის ცეკვის საკუთარი სტუდია.
ამჟამად ეკატერინე კაიროს ერთ-ერთ საავადმყოფოშია, დაკავების შემდეგ მან მძიმე ემოციური სტრესი გადაიტანა.
424 6-ს მოსწონს
|