საქართველო ემუქრება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და რა რისკებს შეიცავს ემიგრაციული პროცესის ასეთი მასშტაბი? 2018, 9 თებერვალი, 12:49 2016 წელი საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. 1 ივნისიდან საქართველოსთვის ამოქმედდა ვიზალიბერალიზაცია შენგენის ქვეყნებში, რითაც ქართველ ერს გაუმარტივდა ევროპაში გადაადგილება. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ქართველ ემიგრანტთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება.
AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი, ეხმიანება მასობრივ იმიგრაციას და გვთავაზობს ვრცელ სტატიას ჯგუფში "ემიგრაცია საქართველოში": "2017 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, 2016 წელთან შედარებით, 35%-ით გაზრდილია. 2017 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფარი 10, 455 საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, ხოლო 2016 წელს – 7, 555-მა. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რიცხოვნობას თვეების მიხედვით, მონაცემები ასე გამოიყურება: იანვარი – 616, თებერვალი – 635, მარტი – 753, აპრილი – 634, მაისი – 818, ივნისი – 781, ივლისი – 798, აგვისტო – 788, სექტემბერი – 808, ოქტომბერი – 1 062, ნოემბერი – 1 297, დეკემბერი – 1 465 მოქალაქე. ემუქრება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და რა რისკებს შეიცავს ემიგრაციული პროცესის ასეთი მასშტაბი? თუ გავითვალისწინებთ იმას რომ უვიზო რეჟიმს, ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე სკეპტიკურად საფრანგეთი და გერმანია უყურებდა, ბუნებრივია უნდა ვივარაუდოთ რომ ამ ქვეყნების მიერ ახლო მომავალში აუცილებლად გაჩნდება საფუძვლიანი პრეტენზიები, რადგან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლების 35%-დან 27 % სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის. ჩვენ ერთხელ უკვე მივიღეთ ირიბი გაფრთხილება სადაც ევროკავშირმა ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველო ამ მხრივ ვერ ასრულებს ნაკისრ მოვალეობას და თუ ემიგრაციული ნაკადი არ შემცირდება აუცილებლად აამოქმედებენ სწრაფი შეჩერების მექანიზმს. საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად მიეთითა, ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ევროპის ტერიტორიაზე მყოფი არალეგალების დეპორტაციას, რომლის ხარჯებიც ნაკისრი ვალდებულებით ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტით უნდა განხორციელდეს. ევროკომისიამ მიმდინარეს სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ემიგრანტების საქმის დაჩქარებული ფორმით განხილვაზე და მათ დაუყონებლივ დაბრუნებაზე წარმოშობის ქვეყანაში. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, დეპორტაციების ტალღა სავარაუდოდ მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. არაოფიციალური მონაცემებით პოლიტიკურ თავშესაფრის მომთხოვნთა 95%-ს უქრი ეთქვათ განაცხადის დაკმაყოფილებაზე. გამონაკლისია სუფსიდიით მიღებული დროებითი 1 წლიანი ცხოვრების უფლებით გაცემული პოზიტივები. სამწუხაროა ის ფაქტიც რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ უწარმოებია აქტიური მუშაობა ევროკავშირის ქვეყნებთან შრომითი მიგრაციის საკითხებზე, მიუხედავად იმისა რომ ნორმატიულ კვოტებზე არა ერთმა სახელმწიფომ გამოთქვა მზადყოფნა. ათი ათასობით არალეგალური მიგრანტის სამშობლოში დაბრუნება, პირველ რიგში თავდ ხელისუფლებისთვის შეიცავს საფრთხეს. პირველ რიგში ეს სერიოზულად დაარტყამს ქვეყნის ბიუჯეტს და მეორე - გაიზრდება მათი მოწინააღმდეგეთა რიცხვი" 67 8-ს მოსწონს |
"ახალბედა არ გვინდა". თუ ვერ ვიმუსავე ვერასდროს, გამოცდილებას როგორ შევიძენდი? დავამთავრე წითელ დიპლომზე, მაგრამ ზოგჯერ მტვერს თუ გადავწმენდ. არაპროფესიული განხრით კი რაღაც გიჟური და წარმოუდგენელი გრაფიკით ხან 8 ლარზე და ხან 11 ლარზე 5-6 სამსახური გამოვიცვალე) სხვა ყველაფერთან ერთად ადამიანს იღბალიც გინდა, ასე დავასკვენი.