პროფილაქტიკა გულის შეტევის 6 სიმპტომი ქალებში 2018, 9 თებერვალი, 12:11 გულის შეტევა თანამედროვე სამყაროში სიკვდილის გამომწვევი ერთერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ის შესაძლოა მოულოდნელადაც განვითარდს, თუმცა შეტევამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩვენი ორგანიზმი სიგნალებს გვიგზავნის და ცდილობს მოსალოდნელ საფრთხეზე მიგვანიშნოს.. როგორც გაირკვა, ეს სიგნალები ქალებში სხვაგვარადაა გამოხატული, ვიდრე მამაკაცებში:
ზურგის, კისრის, ყბის და ხელის ტკივილი ეს სიმპტომები ძირითადად ქალებში გვხვდება და მას ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, რადგან ინფარქტი ყველასთვის ძირითადად მკერდის არეში ლოკალიზებულ ტკივილთან ასოცირდება, და არა ყბის ან კისრის ტკივილთან. ტკივილი შეიძლება პროგრესირებადი იყოს, ყრუ ან მწვავე, უეცარი-რომელმაც შესაძლოა ღამით გაგაღვიძოთ. სწორედ ამიტომ, უჩვეულო სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმს მიმართეთ კონსულტაციისთვის. ჩხვლეტა მუცელში, გულისრევის შეგრძნება მოსალოდნელი გულის შეტევის სიგნალები შესაძლოა ჩვეულებრივ მოწამვლაში ან ბანალურ გულძმარვაში აგვერიოს. ზოგჯერ ქალები მუცლის ღრუს არეში ზეწოლას გრძნობენ, რომელსაც ასე აღწერენ “თითქოს სპილო დამაჯდა მუცელზე." ცივი ოფლი ცივი ოფლი-ძალიან გავრცელებული სიმპტომია ქალებში. მას ხშირად სტრესს და განცდებს უკავშირებენ, თუმცა, თუ ადრე მსგავსი რამ არ განგიცდიათ, უმჯობესია ექიმს მიმართოთ. მომეტებული დაღლილობა თუ ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი დაღლას გრძნობთ და არ შეგიძლიათ ისეთი მარტივი მოქმედების შესრულება, როგორიცაა სააბაზანოში გასვლა, ეს უკვე საგანგაშო სიგნალია. თქვენი ამტანობის და შესძლებლობების დაქვეითება ასევე საშიში სიგნალია. თუ კიბის ერთი უჯრედის ავლისას უკვე იღლებით, მაშინ როცა ცოტა ხნის წინ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა თქვენთვის, ეს შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გაქვთ. ტკივილი მკერდის არეში ტკივილი, დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში-ეს სიმპტომები ორივე სქესს აღენიშნება, თუმცა ქალებში ზოგჯერ ტკივილს არა მარცხნივ, არამედ მთელი გულმკერდის არეში გრძნობენ. თუ რამდენიმე წუთში ტკივილი არ გაივლის, ექიმს უნდა გამოუძახოთ. 385 შეფასება არ არის
|