x
image
ლეელ
როგორ აღნიშნეს თსუ-ს 100 წლის იუბილე საქართველოს მთავრობის წევრებმა
image



2018 წლის 8 თებერვალს "დედა უნივერსიტეტს" 100 წლის იუბილე აღინიშნა. თითოეული ქართველისათვის ეს დღე ნამდვილად საამაყოა.

თბილისის მერიამ იუბილესთან დაკავშირებით თითქმის მთელ ქალაქში გამოფინა თსუს დროშები და შეგვამზადეს დიდი ზეიმისთვის.image

თუმცა უნივერსიტეტში მისულ ახალგაზრდებს მეტად უჩვეულო სანახაობა დახვდათ! უნივერსიტეტის ეზო, სადაც აკრძალულია ოთხფეხა ცხოველის შეყვანაც კი, ჩვენმა მთავრობის წევრებმა მანქანების საპარკინგე ადგილად აქციეს. image



ამ ფაქტთან დაკავშირებით ვნახოთ რას წერს ერთ-ერთი ფექისბუქ მომხმარებელი საკუთარ გვერდზე:

"

თსუ-ს ასი წლის იუბილე. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო დღეს. ამას ნამდვილად არ ველოდი. სამარცხვინოა. ასეთ სურათს მარბურგის უნივერსიტეტის 500 წლის თავზეც ვერ ნახავ, დარწმუნებული ვარ. 50-100 მეტრი ფეხით ვერ გაიარეს. არანაირი გამართლბა არ აქვს ამ უმსგავსობას. სვეტიცხოვლის ეზო გამახსენდა სვეტიცხოვლობაზე. თურმე ჯიპები მსუბუქი მანქანებით უნდა ჩაანაცვლონ (კვირიკაშვილი). ტვინები, ტვინები აქვთ ჩასანაცვლებელი. ყველა ჩინოვნიკს რატომ ჰგონია რომ საკუთარი მანქანა თუ არ "დადგა" ყველას დასანახად, ისე არ ჩაეთვლება მისვლა? ასეთი რა წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე? უნივერსიტეტი ჯერ სტუდენტებს ეკუთვნით და მერე ერთი საათით მოსულ სტუმრებს. მათი მანქანების ადგილი პირველი კორპუსის ეზოში კი არასდროს არ არის. ეს სივრცე ეკუთვნის სტუდენტებს!
ტურიკას ფოტოა ეს.
P.S.
მე გუშინ ჯერ კიდევ მიამიტურად მჯეროდა, რომ უნივერსიტეტის რექტორი კიბეებიდან მიმართავდა ეზოში შეკრებილ სტუდენტობას (რომელიც აუდიტორიაში... ნარჩევ ხალხთან ერთად ვერ დაეტია) და მიულოცვდა მათ უნივერსიტეტის იუბილეს. მჯერა, რომ ივანე ჯავახიშვილი ასე მოიქცეოდა. დღეს მხოლოდ "რჩეულთა კლუბის მიღება" იყო. ვერ მოვისვენე. თავს შეურაცხყოფილდ ვგრძნობ. "
image
3
23
3-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
23
  
2018, 8 თებერვალი, 23:41
კაბინეტებიდან და დაჯავშნული მანქანებიდან გამოხედვა უჭირთ. განდიდების მანია ჭირთ:(
2018, 8 თებერვალი, 23:34
ნუ, არც დღევანდელი ლექტორები არიან მთლად ხელწამოსაკრავები.....ზოგიერთი ისეთი დიდებული პიროვნებაა, დარწმუნებული ვარ, არც მათ ლექციების მოსმენაზე იტყვი უარს (ისე რამდენიმე სალექციო ჩანაწერი მაქვს, მერე მოგასმენინებ),,,მაგრამ ჩვენი მთავრობის ყველა ნაბიჯი სამარცხვინო როგორაა, აი ეგ მიკვირს :/
2018, 8 თებერვალი, 23:29
სამწუხაროა.... ავიწყდებათ, რო უბრალოება ამკობს ადამიანს და არა მედიდურობა. სულ ექვთიმეს და ივანე ჯავახიშვილს არ ჰგვანან? :(
აკი ვთქვი კიდეც ჩემ სტატიაში-ერთი ბედნიერება იქნებოდა იმ პროფესორ-მასწავლებლების ლექციაზე ჯდომა მეთქი (პირველი პლეადა მყავს მხედველობაში).
0 1 3