რა ხდება "ბადაგონში"? - "კომპანიის ხელში ჩაგდება სავარაუდოდ, დავით ბეჟუაშვილს სურს"
გუშუნ კომპანია "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.
აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს "ბადაგონის" დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს "ბადაგონის" ყოფილი მეწილის, კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" წარმომადგენლის განცხადება.
"საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1-ელ თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს "ბადაგონის" ოფისში მიმდინარეობსსაგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საგამოძიებო სამსხურის შესვლის შემდეგ, ზემო ხოდაშენსა და მანავში მდებარე ქარხნებმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარმა მეღვინემ განუცხადა.
"რაც თბილისში ჩვენი საწარმოს სათავო ოფისში ფინანსური სამსახური შევიდა, მას შემდეგ მუშაობა შევაჩერეთ. კომპანია დილიდან პარალიზებულია. ჯერ არ ვიცით, როდის გავაგრძელებთ სამუშაო პროცესს.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას ჩვენს კომპანიაში, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. იმედია, ყველაფერი დროულად გაირკვევა, რადგან დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში, საწარმო ზარალზე წავა, " - აღნიშნა სანდრო ქუმსიშვილმა.
კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, კომპანიის ხელში ჩაგდება სავარაუდოდ, ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს სურს.
გიორგი სალაყაიამ და ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა ცოტა ხნის წინ, "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს.
განაგრძეთ კითხვა