ჭიდაობა რევაზ მინდორაშვილის მიერ აშენებული საჭიდაო დარბაზი შესაძლოა მერიამ დაანგრიოს 2018, 6 თებერვალი, 11:39
ახლა კი, როგორც აღმოჩნდა, მერიამ შესაძლოა შენობა დაანგრიოს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რევაზ მინდორაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს: " მეგობრებო!მინდა გითხრათ, რომ ჩემი აშენებული დარბაზი, როგორც ჩანს, ვიღაცას ყელში ფხასავით გაეჩხირა. ყველა საბუთი, რომელიც უნდა არსებობდეს და თან ახლდეს თავის ექსპერტიზის დასკვნებით შენობა-ნაგებობის დასამტკიცებლად მზადაა, მათ შორის საბუთებს თან დავურთე საჯარიმო ქვითარი, რომელიც დარბაზის აშენებისთვის გადამახდევინეს. ყველა საბუთი რამდენიმე თვის წინ მერიაში წარვადგინე. პასუხად მოვიდა ის, რომ ვითომ ამ ადგილზე გზა უნდა გავიდეს, რაც საფიქრებელს ხდის, რომ გეგმაში დარბაზის დანგრევა აქვთ დაგეგმილი. მე ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე, სიცოცხლის ფასადაც კი!"
100 2-ს მოსწონს
|