საზოგადოება ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა 2018, 5 თებერვალი, 22:57 როგორც ამ წუთებისთვის გახდა ცნობილი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ გაიმარჯვა და 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა. შეგახსენებთ, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს მსგავს გამოკითხვებს სადაც ვლინდება წლის საუკეთესო ქალი და ვაჟი ძალოსანი. წელს პირველად ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იღებდა მონაწილეობას ამ გამოკითხვაში და პირველი ადგილიც დაიკავა. 6 1-ს მოსწონს
|