x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
როგორ შევამციროთ ხვრინვა - გაიგეთ მეტი!
image

ადამიანი ხვრინავს მაშინ, როცა ე.წ. რბილი სასა, სასის ენა, ცხვირის ქვედა ნიჟარები და სასის ნუშისებრი ჯირკვალი სუნთქვის დროს ვიბრირებენ და ხმას გამოსცემენ.



ადამიანების 75% ხვრინავს. ზოგისთვის ეს მუდმივ განსაცდელს წარმოადგენს, ზოგთან კი იშვიათად ხდება.



გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ხვრინვის შემცირებაში გამოგადგებათ:




➢ შეამცირეთ ალკოჰოლის მიღების და მოწევის სიხშირე;


➢ დარწმუნდით, რომ ცხვირის დაგუბება ან თხევადი გამონადენი არ გაქვთ, ანუ ჯანმრთელობა არ გიშლით ხელს თავისუფლად სუნთქვაში;


➢ შეინარჩუნეთ "ჯანსაღი" წონა (სიმსუქნე, განსკაუთრებით კი მსხვილი კისერი, ხელს უწყობს ხვრინვას);


➢ დაიძინეთ რომელიმე გვერდზე და არა - ზურგზე;


➢ ეცადეთ, დაიძინოთ იმდენ ხანს, რამდენიც გჭირდებათ. საკმარისი ძილი და სწორი რეჟიმი მნიშვნელოვანია ხვრინვისგან თავის დასაღწევად.



მნიშვნელოვანია, იცოდეთ ხვრინვასა და ასფიქსიას (ჩახუთულობა) შორის განსხვავება.

ასფიქსია სუნთქვის სერიოზულ დარღვევებს შეიცავს, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, ამიტომ, მისი ქონის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ექიმს.


ჯანმრთელობას გისურვებთ!


image


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. რატომ არის სიბნელე საჭირო ძილისთვის?

2. კარგია თუ არა დღის საათებში ძილი ჯანმრთელობისთვის?

3. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

/

0
468
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0