x
image
მანჩო 777
მმართველობის უცნაური ფორმები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაშია გავრცელებული
თქვენი აზრით, რა განსაკუთრებული ნიშნით გამოირჩევა სან-მარინო და შვეიცარია, რუსეთი და მალაიზია, ბუტანი და ირანი, სომალი და ანდორა? - პასუხი ალბათ ბევრ თქვენგანს გააკვირვებს : ამ ქვეყნებში მმართველობის უცნაური, განსაკუთრებული ფორმებია.

როგორ დავიცვათ წესრიგი ქვეყანაში მაშინ, როცა მუშაობას წყვეტენ სახელმწიფო ორგანოები? საქმე ისაა, რომ ამ და კიდევ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში შენარჩუნებულია ხელისუფლების განსაკუთრებული ფორმები, რომლებზეც ამ სტატიაში გვექნება საუბარი.



დირექტორია-შვეიცარია



image



დირექტორია-შვეიცარიაში არსებული მმართველობის ფორმაა. კონფედერაციის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს ფედერალური საბჭო, რომელსაც პარლამენტი ირჩევს. შვეიცარიის ფედერალური საბჭო შედგება შვიდი წევრისაგან, რომელთაგან თითოეული მათგანი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე ასრულებს პრეზიდენტის ფუნქციებს.



ნათლიმამური კაპიტალიზმი - ჰონკონგი, რუსეთი, მალაიზია



image


ნათლიმამურ (ძველბიჭურ) კაპიტალიზმს უწოდებენ კაპიტალისტურ ეკონომიკას, რომლის პირობებშიც ბიზნესში წარმატება ძირითადად დამოკიდებულია იმ ჩინოვნიკებთან ნათესაურ კავშირებზე, რომელთაც სახელმწიფო ორგანოებში მაღალი პოსტები უჭირავთ. ნათლიმამური კაპიტალიზმი ( სხვაგვარად მას კრონიზმსაც უწოდებენ) გასული საუკუნის 60-იან წლებში იღებს სათავეს. მაშინ ის გავრცელებული იყო სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ჰონკონგსა და სინგაპურში.

ინგლისურმა ყოველთვიურმა ჟურნალმა "The Economist" გასულ წელს შეადგინა ყველაზე უფრო კრონისტული, ნათლიმამური ქვეყნების რეიტინგი. სიის სათავეში აღმოჩნდა ჰონკონგი, ხოლო რუსეთი და მალაიზია მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. გაგიკვირდებათ და ნათლიმამური კაპიტალიზმი საკმაოდ ფეხმოკიდებულია აშშ-იც, განსაკუთრებით ეს ეხება საფინანსო და საბანკო საქმეს.



კრიტარქია-სომალი



image



კრიტარქია-სიტყვასიტყვით აღნიშნავს სასამართლოს ძალაუფლებას. დღესდღეობით სომალის უხუცესთა სასამართლო ღებულობს სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს ქვეყნისათვის საჭირბოროტო ამა თუ იმ საკითხზე. კრიტარქია საშუალებას იძლევა შეინარჩუნოს წესრიგი, სანამ ქვეყანაში არ არსებობს ნორმალურად ფუნქციონირებადი სახელისუფლებო ინსტიტუტები.



დიარქია - ანდორა, სან-მარინო, ბუტანი



image



დიარქია ნიშნავს სახელმწიფოს ორი უმაღლესი თანამდებობის პირის სტატუსების თანასწორობას ანუ ორი ადამიანის მიერ ქვეყნის ერთდროულად მართვას. დღეისათვის დიარქიულმა მმართველობამ მსოფლიოში ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა. მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს შეუძლია ''იამაყოს'' მმართველობის ამ ფორმით. ესენია: სან-მარინო, ბუტანი, ანდორა.

სან-მარინოში რესპუბლიკის მეთაურს წარმოადგენს ორი რეგენტი-კაპიტანი. მათ ნიშნავს დიდი გენერალური საბჭო. კაპიტანი-რეგენტები ინიშნებიან ნახევარი წლის ვადით: 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე და 1 მარტიდან 1 ოქტომბრამდე.



image



ანდორაში ქვეყნის თანამმართველები არიან საფრანგეთის პრეზიდენტი და ურხელიის ეპისკოპოსი, თუმცა მათი ხელისუფლება ნომინალურია და ტრადიციებს უფრო ეყრდნობა, ვიდრე რეალურ ძალაუფლებას.

ბუტანი ერთადერთი ქვეყანაა აზიაში, სადაც მმართველობის ეს ფორმაა გავრცელებული.



image



თეოკრატიული რესპუბლიკა-ირანი



image



თეოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენს განსაკუთრებულ ფორმას რესპუბლიკური მმართველობისა, სადაც ძალაუფლების ძირითადი ბერკეტები თავმოყრილია სასულიერო პირების ხელში. დღესდღეობით თეოკრატიული რესპუბლიკა მხოლოდ ირანში ფუნქციონირებს.

თეოკრატიული რესპუბლიკა-ესაა რაღაც შუალედური ისლამურ ხალიფატსა და თანამედროვე რესპუბლიკას შორის.



ტეტრარქია-დეცენტრალიზებული მმართველობის ისტორიული მაგალითი: რომის იმპერია



image



სამწუხაროდ, მმართველობის ეს ფორმა-ტეტრარქია რომის იმპერიასთან ერთად მოკვდა. 293-313 წლებში იმპერიაში ხელისუფლებას ერთდროულად ოთხი ადამიანი ინაწილებდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტეტრარქები ტერიტორიულად იმყოფებოდნენ არა იმპერიის დედაქალაქ რომში, არამედ პერიფერიებში მდებარე ქალაქებში. ეს ხდებოდა იმისათვის, რათა დროულად მოეხდინათ რეაგირება ბარბაროსების ან რომისადმი მტრულად განწყობილი სხვა მეზობლების იმპერიის ტერიტორიაზე შემოჭრისას. მმართველობის ასეთმა ფორმამ დიდხანს ვერ იარსება და მალევე იქნე გაუქმებული.

1
334
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
334
  
2018, 5 თებერვალი, 9:58
რაც კაია, კაია მალადეც მანჩო ყოველთვის საინტერესო სტატიებს წერ
0 1 1