x
image
მანჩო 777
პუტინი ტრამპის წინააღმდეგ - ვის აქვს უფრო მაგარი თვითმფრინავი, ლიმუზინი და რეზიდენცია?
სახელმწიფო ლიდერების ნებისმიერ შეხვედრას თან ახლავს უამრავი ჭორი და განხილვა: როგორი მანქანით მოვიდა, რა ეცვა, როგორ გამოიყურებოდა....თითქოს პრეზიდენტის პოსტი საპასუხისმგებლო თანამდებობა კი არა, სპორტული შეჯიბრი იყოს. თუმცა ნაწილობრივ ეს ასეცაა: ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან არამარტო ქვეყნის მართვაში, არამედ მათ შორის ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული, ბრძოლა რესპექტისათვის.

მოდით, გადავხედოთ, რით დადიან აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები, სად ცხოვრობენ და რომელი თვითმფრინავი ემსახურება მათ.



image


რუსული "სენატი" და ამერიკული "მხეცი"




image


2018 წლის 16 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამუშაო ვიზიტით ქალაქ ჰელსინკში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ქალაქში გადასაადგილებლად პუტინი "კორტეჟის" ტიპის რუსულ ავტომობილს იყენებდა. მანამდე რუსი ლიდერი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს ბრონირებული "მერსედესით " მოძრაობდა. სამამულო წარმოების ავტომობილით რუსეთის პრეზიდენტმა პირველად 2018 წლის გაზაფხულზე, ინაუგურაციის დროს ისარგებლა.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპი ჰელსინკში საპრეზიდენტო Cadillaс-ით გადაადგილდებოდა, რომელიც კონცერნ General Motors-შია წარმოებული, მანქანას მეორენაირად "მხეცს" (The Beast) უწოდებენ. ამგვარი ტიპის ავტომობილით სარგებლობდა წინა პრეზიდენტიც-ბარაკ ობამაც.



image



მოდით, ერთმანეთს შევადაროთ საპრეზიდენტო ავტომობილები.

სინამდვილეში, რუსული "სენატი" პროექტ «Aurus Сенат»-ის ერთ ერთ წარმომადგენელია. მაინც რატომ «Aurus? სიტყვა წარმოებულია ორი ნაწილისაგან: «aurum» -ოქრო და «Russia» -რუსეთი. პროექტის შემუშავებაზე ბიუჯეტიდან 12, 4 მილიარდი რუბლი (200 ათას დოლარზე მეტი) დაიხარჯა.

საპრეზიდენტო სრულგამტარიანი ლიმუზინი იწონის 6, 4 ტონას, მინები და ძარა დაჯავშნულია, მანქანას გააჩნია უნიკალური ფუნქციები, რომლებსაც უშიშროების სამსახური და პრეზიდენტის დაცვა მკაცრად ასაიდუმლოებენ. თუმცა ექსპერტების გარეგნული შეფასებით, ის ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებითაა აღჭურვილი და უძლებს როგორც ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმას, ასევე ნაღმებს. ამბობენ, რომ მანქანაში მოთავსებულია ტყვიაგაუმტარი საპრეზიდენტო კაფსულა, რომელიც ექსტრემალური შემთხვევების დროს თავდაცვის ალტერნატიურ წყაროს წარმოადგენს.



image

image



ახლა შევაფასოთ დონალდ ტრამპის ლიმუზინი. ესაა მოდიფიცირებული Cadillac დაჯავშნული მინებითა და ძარით და აღჭურვილი ღამის ხედვის კამერებით. ლიმუზინი 9 ტონას იწონის და მას შეუძლია მგზავრების დაცვა როგორც ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე ქიმიური თავდასხმის დროსაც.



image



უკანასკნელი შემთხვევისათვის მანქანაში ჟანგბადის ბალონებია მოთავსებული. დაცულია საბურავებიც: მათზე გადაკრულია ტყვიაგამძლე უთხელესი ქსოვილი, რომელიც საშუალება სიძლევა საბურავის დახვრეტის შემთხვევაშიც რამდენიმე წუთი იმოძრაოს მანქანამ. საპრეზიდენტი სავარძლის სახელურში ჩამონტაჟებულია გადამცემები, რომელიც ტრამპს საშულებას აძლევს ნებისმიერ მომენტში დაუკავშირდეს პენტაგონს და ვიცე-პრეზიდენტს.



image



ექსტრემალური შემთხვევებისათვის ავტომობილში საკმაოდ კარგი აფთიაქია და სისხლის მარაგი გადასასხმელად.



პუტინის :"მფრინავი რაზმი" და ტრამპის "ფრთიანი ქალაქი"



image



საჰაერო გადაადგილებისათვის პუტინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები იყენებენ მფრინავ რაზმს «Россия». მასში შედის 60-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

პრეზიდენტის ავიაპარკის საფუძველს Ил-96 --ის სრულყოფილი ვარიანტი Ил-96 300 ПУ წარმოადგენს და კიდევ Ту-214.

ორიოდე წლის წინ ქსელში გამოჩნდა საპრეზიდენტი თვითმფრინავის სალონში გადაღებული ფოტოები. სურათებზე ჩანს საოცრად მდიდულად მოწყობილი მისაღები, გიგანტური საძინებელი და სატრენაჟორო დარბაზიც კი.



imageimageimage



და რა აქვს ტრამპს? - როცა ამერიკელი ბიზნესმენი საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო, მთელმა მსოფლიომ დაათვალიერა მისი კუთვნილი თვითმფრინავი Boeing 757, რომელიც ითვლება უძვირესად მთელ პლანეტაზე. საჰაერო ხომალდის ფასი 100 მილიონი დოლარია. თვითმფრინავისაგან, რომელიც 200 მგზავრის გასადაყვანადაა გამიზნული, ტრამპმა გააკეთა ნამდვილი ჯეტი 43 კაცზე: აქ არის ნატურალური ტყავით და ძვირფასი ხით მოწყობილი მისაღები, საძინებელი და აბაზანა, რომელიც ოქროთია მოპირკეთებული.



imageimageimage


ამჟამად პრეზიდენტის განკარგულებაში ამერიკული Air Force-ის რამდენიმე თვითმფრინავია, მათ შორის Boeing 747-200В, VC-25A, Boeing C-32.

Boeing 747-200В გამოირჩევა გიგანტური ზომით. ის ორსართულიანია და გამოიყენება შორეული ფრენების დროს. თვითმფრინავს მეორენაირად მფრინავ თეთრ სახლსაც უწოდებენ. აქ არის მისაღები, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, სამზარეულო, აბაზანა და საიდუმლო ოთახი მოწყობილობით, რომელიც თვითმფრინავს იცავს დევნისა და შპიონაჟური მოსმენისაგან. საჰაერო ხომალდს შეუძლია დაიტიოს 100 მგზავრი.



imageimageimage


ყველა საპრეზიდენტო თვითმფრინავში არის სამედიცინო ოთახი და პატარა საოპერაციოც კი-ექსტრემალური შემთხვევებისათვის.



პუტინის " ბისმარკის აგარაკი" და ტრამპის " სამოთხე შპიონისათვის"



image



ვლადმიერ პუტინის სახელზე რამდენიმე სახლი ირიცხება. ზოგიერთი მათგანი სახელმწიფო აგარაკს წარმოადგენს და ოფიციალურ რეზიდენციებში არ ირიცხება. მაგალიტად, ნოვო-აგარევო, რომელიც რუბლიოვკაზე მდებარეობს. კიდევ არის «Горки 9», «Бочаров ручей» კრასნოდარში და «Ужин» ვალდაეში.

ვნახოთ, როგორაა მოწყობილი პუტინის საყვარელი ნოვო-აგარევოს სახლი.

ეს რეზიდენციის შესასვლელია



image

ეს კი თავად სახლია



image


ცნობისმოყვარეების თვალისაგან სახლი ქვია მაღალი ღობითაა დაფარული



image


ეს კი «Бочаров ручей»-ა შავ ზღვაზე. რეზიდენცია დამხმარე ნაგებობებით რამდენიმე ჰექტარზეა გაშენებული.



image



ეს კი პუტინის აგარაკია ვალდაიში . რეზიდენციის სახელწოდებაა «Ужин». ჭორები ამბობენ, რომ აქ დასვენება სტალინს უყვარდა, მაგრამ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეეფერება. სტალინი აქ არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს, რომ რეზიდენცია მხოლოდ 1980 წელს ააშენეს.



image


აგარაკი მაღალი ღობითააა დაცული, ხოლო ტბის მხრიდან მავთულბადითაა შემოსაზღვრული.



image


პუტინის აგარაკი ბარვიხში (პოდმოსკოვიე) - სტილიზებული შატო სასახლე ბარონესა მაიენდორფს ეკუთვნოდა.



image


ეს კი «Янтарь»-ია კალინინგრადის ოლქში. ოდესღაც აქ გერმანიის კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი ცხოვრობდა.



image


კულუარული ინფორმაციით, პუტინს კიდევ რამდენიმე სახლი და აგარაკი ეკუთვნის, თუმცა მათზე ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.



და რა აქვს ტრამპს?



image



რუსეთის პრეზიდენტისაგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი არასოდეს მალავს თავის ქონებას და არ იცავს რეზიდენციებსა და აგარაკებს მაღალი ღობეებით. პირიქით-ის ცდილობს ხალხს უჩვენოს ყველაფერი კარგი და საუკეთესო, მუდმივად აწყობს შეხვედრებსა და საღამოებს, სადაც მაღალი საზოგადოებაა ხოლმე მიწვეული.

დონალდ ტრამპის ყველაზე ცნობილი რეზიდენცია პრეზიდენტის სიამაყე მარ-ა-ლაგოს მამულია. "სამოთხე დედამიწაზე"-ასე უწოდებენ მას ჟურნალისტები. ძნელია ნახო ეს ფოტოები და არ დაეთანხმო ამ გამონათქვამს.



imageimage
image



პალმებით (და არა ქვის მაღალი ღობეებით) გარშემორტყმული რეზიდენცია არამარტო მდიდრულად მოწყობილი სახლია, არამედ თავშესაფარიცაა ბირთვული თავდასხმის დროს. მიწისქვეშ მოწყობილია პატარა ბუნკერი, სადაც შეიძლება დამალვა ექსტრემალურ სიტუაციაში.



image



მიუხედავად კოლოსალური ღირებულებისა (სახლი 160 მილიონადაა შეფასებული), სპეცსამსახურების აზრით, ის არცთუ ისე უსაფრთხოა. ამის მიზეზია ის, რომ ტრამპს უყვარს სტუმრების მოწვევა, ხშირად აწყობს წვეულებებს საკუთარი კლუბის წევრებისა და მეგობრებისათვის.



image



აქ მოდიან სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები და მათი პიროვნებების შემოწმება შეუძლებელია-აცხადებენ აშშ-ის სპეცსამსახურები.

ტრამპს ძალიან უყვარს გართობა და ხმაურიანი წვეულებები, ეს კი მის რეზიდენციას აქცევს " შპიონების სამოთხედ"- აცხადებს აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწე დევიდ კრისი.


მდიდრული სახლები, ავტომობილები, აგარაკები, თვითმფრინავები-მსოფლიოს ლიდერებს ნამდვილად არ აკლიათ ფუფუნება და კომფორტი. სავალალოა, რომ ამის უკან ხშირად ღარიბი, მშიერი, გაჭირვებული ადამიანები დგანან, რომლებიც ძლიერთა ამა ქვეყნისათა მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ.


0
83
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0