x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჩემთან სპეცოპერაცია კი არა, ტერაქტი ჩატარდა“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

image


მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილის სიმართლეში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ მის სახლში არა სპეცოპერაცია, არამედ ტერორისტული აქტი ჩატარდა. როგორც პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ”პალიტრანიუსის” სტუდიაში, თოქ-შოუ ”360 გრადუსის” ეთერში სტუმრობისას განახცხადა, ის ფიქრობს, რომ შვილის სიმართლეს სტრასბურგის სასამართლოში დაამტკიცებს.


„ვითხოვ დაესაჯათ პირველი თანამდებობის პირიდან, იმ პირამდე ვინც მოახდინა გასროლა და ჩაიდინა ეს სისასტიკე. მე ყოველთვის ვიძახი, რომ ჩემთან სპეცოპერაცია კი არ ჩაატარეს, ტერაქტი ჩატარდა. მე და ჩემი ოჯახი 3 საათის განმავლობაში მძველად ვიყავით აყვანილი, მეორე სართულზე კი 19 წლის შვილი მომიკლეს. ასე თუ ისე მე არანაირი კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე მაგრამ იმედს ვიტოვებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, მთელ ჩემს ძალას და ღონეს მოვიხმარ იმისთვის, რომ თემირლანის სიმართლე დადგინდეს. ჩემი საბოლოო ბრძოლა ალბათ იმაზე გაჩერდება, რომ ევროპულ სასამართლოზე გავიტანო თემირლანის საქმე.“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


ამ დღეებში ქართულ მედიაში გამოქვეყნდა მაჩალიკაშვილის პირადი მიმოწერა, რომელიც ღამის 1 საათიდან 3 საათამდე მონაკვეთში განხორციელდა, სპეცოპერაცია კი 4 საათზე ჩატარდა. მიმოწერაში მაჩალიკაშვილი ფილმზე საუბრობს, მას აჭარანეტის ფილმების საიტის ლინკი გამოუგზავნეს, რომელზეც სასიყვარული ფილმია ატვირთული. სავარაუდოდ მაჩალიკაშვილმა ამ ფილმს გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე უყურა.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0