x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ადიოს „იბერია“ -- ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ტელევიზიიდან გაუშვეს

image


ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ტელეკომპანია „იბერიიდან“ გაათავისუფლეს. ამის შესახებ რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს. უკვე ცნობილია, რომ მის ნაცვლად გადაცემას ცნობილი ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი გაუძღვება. ახალი გადაცემის ანონსი ეთერში უკვე ტრიალებს. თოქ-შოუ „დიალოგი“ ეთერში ყოველ შაბათს 20:00 საათზე გავა.


მაკა რაზმაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.


ამ წუთიდან შევუერთდი ჩვენი ქვეყნის უმუშევართა დიდ არმიას.
მახსოვს, წლების წინ, როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, ტყვიებზე მივდიოდი, ომის წინა ხაზზე ვიყავი - დეპეშა მივიღე სამსახურიდან, ხვალიდან ნუღარ მოხვალ, აქ აღარ მუშაობო. დეჟავიუ... სე ლა ვი...
ახლაც ასე, დეპეშასავით, ორსიტყვიანი სმს და სრულიად შეცვლილი ცხოვრება. საბანკო ვალდებულებები, დავალიანებები და გაურკვეველი ხვალინდელი დღე....
თუმცა, ესაა ცხოვრება და როგორც ადრე არც ახლა მეშინია. არც ახლა დამაკარგვინებს სახეს გაჭირვება, როგორც აქამდე არ დამაკრგვინა. არც ახლა ვაპირებ სხვებზე გადაბრალებებს და სხვების საქციელებზე ლაპარაკს.
კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა და კიდევ ერთხელ ვდგავარ უცნობი მომავლის პირისპირ.... კიდევ ერთხელ მომიწევს თავიდან დაწყება და ძველი ტკივილების გადავიწყება...
კიდევ კარგი შორს წასვლა არ მომიწევს, ისედაც სულ ხალხი ვიყავი მეც და ხალხად დავრჩები - ჩვენ ერთნი ვართ და ერთად ყველაფერს გადავიტანთ! რაც მთავარია, ღირსებით და ღირსეულად გადავიტანთ, როგორც აქამდე და როგორც ყოველთვის.
ადიოს „იბერია“...
image
1
394
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
394
  
2018, 6 თებერვალი, 22:14
კარგი უქნიათ, ჟურნალისტი ობიექტური უნდა იყოს. თქვენ კი შევარდნაძის კარის ჟურნალისტად დარჩით.
ტყვიაზე კი არ მიდიოდით, ხუნტას უცხადებდით ღიად მხარდაჭერას თქვენ, მარკ რივკინი, ვალერი კვარაცხელია.
"წითელი ინტელიგენცია" ეს თქვენზე თქვა ბატონმა ზვიადმა და არა ისე, როგორც მერე ხელზე დაიხვიეს...
0 1 1