რელიგია "კონგოს წესები" შემზარავი რელიგია 2012, 24 ივნისი, 19:04 დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე შემზარავ რელიგიად ვუდუ ითვლებოდა. თუმცა, ბოლო წლებში აღორძინებულმა "კონგოს წესებმა" თავისი საშინელი რიტუალებით, ვუდუს გადააჭარბა.
გავრცელებულია ძირითადად კუბასა და დომინიკის რესპუბლიკაში. წარმოადგენს რამოდენიმე მიმდინარეობის სინთეზს, რომლებიც
მიცვალებულთა თაყვანისცემას ქადაგებს.
არსებობს რელიგიის ორი იდეა: წინაპართა სულების თაყვანისცემა და ბუნების ძალებისადმი რწმენა. ერთი შეხედვით ეს უწყინარი კონცეფცია ყველაზე საშინელი რამაა, რაც კი ადამიანებს სმენიათ.
ამ მიმდევრობის ქურუმები ორ კატეგორიად იყოფიან: კეთილ და ბოროტ ქურუმებად. ბოროტ ქურუმებს თავად ვუდუს მიმდევრებიც კი უფრთხიან. ისინი მიცვალებულებს საფლავიდან თხრიან, ძვლებს ასუფთავებენ და შემდეგ რიტუალისთვის იყენებენ. ზოგჯერ გარდაცვლილთა სხეულები საერთოდ ქრება, ზოგჯერ კი მხოლოდ თავი ან სხეულის სხვა ნაწილი. კეთილი ქურუმები მხოლოდ ლოცვით, მკითხაობებითა და წინასწარმეტყველობით შემოიფარგლებიან. თუმცა, გარდაცვლილთა ძვლებს ისინიც აქტიურად იყენებენ. "სარიტუალო ძვლების" მთავარ მიმწოდებელს, კარაკასში მდებარე სასაფლაო "ჩემენტერიო დელ სური" წარმოადგენს. ეს სასაფლაო განთქმული იყო თავისი შესანისნავი ძეგლებითა და ჯვრებით, აღსანიშნავია, ისიც რომ ამ სასაფლაოზე უბრალო მოკვდავთა გარდა ცნობილი ადამიანებიც განისვენებენ. ვანდალების შემოჩვევის შემდეგ კი, აქ მისვლას არამარტო ჭირისუფალნი, არამედ დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც კი ერიდებიან. 296 3-ს მოსწონს
|