სამეგრელო და ზემო სვანეთი პატარა სამოთხე ზუგდიდში, რომელიც 41 წლის მამაკაცმა საცოლის მალულად გააშენა 2018, 2 თებერვალი, 14:04 ![]() ![]() თავიდან 200 კვმ ცარიელი სივრცე, იდეა და კომფლიქტი ოჯახთან. 5 წლის წინ ყველაფერს მალავდა. ისე, რომ საცოლესაც არ უმხელდა. მხოლოდ ქორწილის შემდეგ გახდა ცნობილი მისთვის, რომ მის საქმროს ასეთი ლამაზი ბაღი, საკუთარი ხელით ჰქონდა გაშენებული. თავიდან ეგონა, რომ მცენარეები ხელოვნური იყო. შემდეგ კი დაუღალავი შრომა. მცენარეებისადმი უზომო სიყვარული. პაატას ჯერ ნახევარი აქვს გაკეთებული. კიდევ გეგმავს მრავალი მცენარის გაშენებას. ამბობს, რომ საოცნებო ეზოს სრულყოფამდე მას დრო და ხანგრძლივი შრომა დასჭირდება. გოგელიას ეზო საზოგადოებამ "მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" ფარგლებში მიმდინარე კონკურსის მეშვეობით გაიცნო. დეკორატორის ეზო, "ზუგდიდის ყველაზე სუფთა ეზოს" ნომინაციაში მონაწილეობს. დღეს ზუგდიდში ყველა იცნობს პაატა გოგელიას და მის მიერ შექმნილ პატარა სამოთხეს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 6300 6-ს მოსწონს
|