x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121415
  • ვიდეო:354796
  • სურათი:493433
ჩხოროწყუს მინი-ბელადმა ჯუმბერ იზორიამ, ქალაქის ცენტრში საკუთარი გამონათქვამის ძეგლი დადგა

image"კოჩანა, ირო კოჩანა, თეს ვაკო გურიშ გოჩამა" (კაცობა, მუდამ კაცობა, არ უნდა ამას დაფიქრება) ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ჯუმბერ იზორიამ, ქალაქის ცენტრში საკუთარი გამონათქვამის ძეგლი დადგა.

imageimage

სხვა შორის იზორიას ავტომობილის ნომერიც "კოჩანა1"-ით იწონებს თავს.

image



ინტერნეტმომხარაბლების ნაწილი სერიოზულად გაბრაზდა, ნაწილი კი ხუმრობის ხასიათზე დადგა:


"დამბურძგლა"


"ისწავლა მთელმა საქართველომ ერთი წინადადება მეგრულად, ეგეც საქმეა"


"რამხელა სიბრძე იმალე თურმე"


"უკვდავუყვია მისი სახელი"


"იმედია დედაქალაქაში სალომე ზურაბიშვილის გამომათქვამების ძეგლს არ დაგვიდგავენ"


"გათხაროს ძეგლი მაინც უნდა დაიდგას"

image

"როცა ჩრდილოეთ კორეა ამაზონიდან გამოიწერე"


"ა პოეზია !"


"როგორ გვეამაყებით"


"აქ ფოტო უნდა გადავიღოოო"


"გალაკტიონს წააგავს რაღაცით"


"“კაცობა, მეობა და გაგება".ბოლოს ჩაკუზულში "ბაზარი", ამ სამიდან რამე ხომ არ შეგვეშალა ..ამის იქით არ მივდივართ"


"უგრძვნია კაცს"



ჯუმბერ იზორია დაიბადა 1966 წლის 22 მარტს დაბა ჩხოროწყუში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესთა მექანიზაცია 1997 წელს.

1984-1986წწ. იყო სამხედრო სამსახურში; 1987-1991წწ. შსს, რიგითი პოლიციელი; 1991-1994წწ. შსს, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე; 1994-2003წწ. შსს, ქვეგანყოფილების უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგ. ლეგიონის მე-3 სამმართველოს უფროსი; 2005-2006წწ. შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2007-2012წწ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის უფროსი; 2012-2019წწ. ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსი; 2019 წლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს მედალი მამაცობისათვის - ავღანელი ხალხის გვერდში დგომისათვის (1986), სხვადასხვა მედლები ავღანეთის ომში მონაწილეობისათვის (1988).

3
678
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
678
  
გუბაზა მილიონების საშოვნელად მივიდა ქოცებში,ნუ ვერ იშოვა და წამოვიდა ნაცებში,თქვენ დაგიღიათ პირი და მისი იმედით აწყობთ რევოლუციას. როცა მივა რა მილიონი დაავიწყდება? თუ ნამუსის ძარღვი გაუმთელდება? ერთ რამეს ვერ ხვდებით 97% ამ ქვეყნის მოსახლეობის(3 % ლიბერტარიანელები ვართ,მცირე მთავრობას,გამართული სისტემა და არა პიროვნება ა.შ.) ყველა ადამიანი საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს და ამის მიხედვით ცხოვრობს. თქვენ იმედი გაქვთ რო ვიღაც წმინდანი გამოჩნდება და თავისი ნაშოვნი 100 ლარიდან 99 ლარს თქვენ მოგცემთ,ხელფასს არ აიღებს და ვირივით იმუშავებ,მარა ეგრე არ ხდება. თქვენ თავს დაუსვით კითხვა,თქვენ მოიქცეოდით ეგრე და მერე მორჩება ილუზიები.ამი გაგება არ გინდათ ან აღიარება,რადგან მერე საკუთარ თავს უნდა აგინოთ და ეს არ გაწყობთ. თუ იმას აწვებით რო იზორიამ მოპარული ფულით დადგა ძეგლი ან იმ 8 ადამიანის გარდაცვალება ძველი ვერტფრენის ბრალი იყო,მაშინ დამნაშავენი ტქვენ ხართ და არა ბიძინი.
კონკორდატის გადამკიდე 25 მილიონს ვუხდიტ წვეროსანთა რაზმს+ უძრავი ქონების ჩუქების ფაქტები,70 მილიონს ვუხდით ურეიტინგო საზ მაუწყებელს,ისეთი ადამიანები იღებენ დახმარებას,ვისაც არანაირი საჭიროება არ აქვს ამის,4 თვე უკრაინელ ლტოლვილებს ვუხადეთ ყველაფრის ფული და იქეთ ვგზანეთ სურსათი და კიდევ,რამდენი რამე დაწერა რო მეზარება ან არ ვიცით. ამას წინათ წვაწყდი,თურმე 9 მილიონი ღირს ახალი ვერტფრენი და მარტო წვეროსანთა და ტელევიზიის ფულით ვყიდულობთ 10.5 ვერფრენს. ერთი 4 მილიონი ხო დაიხარჯა უკრაინელებზე და ესეც 11 ვერტფრენი,მაგას დაუმატე არასოციალურის დახმარბა და ერთ წელში იმართება ეს ყველაფერი და ჩვენ 30 წელში ვერ მოვახერხეთ ამის განახლება. დასკვნის გამოსატანად საკმარისია.

ეხლა საიდან შოულობენ იზორიები ფულს,ამ ვითომ სოცებს,წვერიანთა რაზმს და მათ მრევლს,საზოგადოებრივ მაუწყებელს გარანტიას აძლევენ რო ეს ფული სტაბილურად წავა მათთან,ხოლო ისინი ხმას აძლევენ და ასე იმარჯვებენ არჩევნებზე.თქვენ კი უყურებთ ამას და ვერც კი ხვდებით,რომ ფულს გაწერენ როგორც "ლოხებს". იზორიას ის კი არ უნდა უთხრათ,რატომ დადგი ძეგლი და რატო მიაწერე რაღაც,ფული რატო მოიპარე შე ბ ო ზ ო უნდა უთხრათ.
რას ერჩით,კარგი სივი შეუკრია კაცს,მშრალად თუ ჩახედავ ვერცერთიდან დიდი ფული ვერ უნდა ეშოვა,მარა მარიფათიანი კაცია,მიდგამო-მოდგა და ძეგლის დასადგემელი ფული გაჩითა. დარწმუნებული ვარ,რომ მისი კრიტიკოსები შურის გამო აკრიტიკებენ,უმრავლესობა მაინც,რატომ მათი ძეგლი არ დგას სადმე და მათი "სიბრძნე" არ არის მიჯღაბნილი. კაცმა შეიძინა მიწა მუნიციპალიტეტში,ძეგლი დაუკვეთა და დადგა,რაც არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ფასეულობებს. ჩხოროწყუელი მოსახელობა ეგრე ფიქორბს,კაცები მაინც რო კაცობა არის მთავარი და არანაირი პრობლემა არ არის. მიშამ შლოპანცის ძეგლი დადგა და იზორიას ძეგლი რა გახდა,რატომ აკრიტიკებთ და ლანძღავთ? თქვენ ის თქვით,მოიპარა თუ არა გადასახადის გადამხდელთა ფული და ამაზე ედავეთ,საკუთარ ფულს რაში დახარჯავს რა ჩვენი საქმეა. ამ ქვეყანაში ფული ვერავინ იშოვა და დახარჯა გასალანძღი თუ არ გახდა. იქეთ ბიძოს აგინებენ რო ვერტფრენები ყავს ახალი და იმას რო ყავს რა მერე მაგით? თქვენ ის თქვით,ქვეყანას რო არ გვყავს ახალი ვერტფრენი და კერძო პირს ყავს ე.ი. კერძო პირი უფრო ჭკვიანია,ვიდრე ქვეყანა ან კერძო პირი უფრო კარგად ხარჯავს რესურსებს,ვიდრე კოლექტივი. ბიძინას კი არა ან ამ იზორიას კი არა,საკუტარ თავებს დაუკვირდით,რას აშავებთ რო ასეთ დღეში ვართ.
0 1 3