ისტორია კანადის დაბომბვა, 40 წელი კოსმოსიდან პირველი ბირთვული დაბომბვის შემდეგ 2018, 1 თებერვალი, 1:12 ორმოცი წლის წინ საბჭოთა თანამგზავრი ბორტზე მუშა ბირთვული რეაქტორით კანადის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. როგორ მოხდა ეს და შეიძლება თუ არა ასეთი რამ განმეორდეს?
საბჭოთა თანამგზავრის ჩამოვარდნამ კანადის დიდი ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვია, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაღუპულა.
1963 წლის 5 აგვისტოს მოსკოვში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავდა ბირთვული იარაღის გამოცდას წყალქვეშ, ატმოსფეროსა და კოსმოსში. ამ აკრძალვას ხელი არ შეუშლია საბჭოთა თანამგზავრისათვის ბირთვული რეაქტორით "კოსმოს-954" კოსმოსიდან ჩამოვარდნილიყო მძინარე კანადაზე 1978 წლის 24 იანვარს. საერთოდ კოსმოსში ელექტროენერგიის მიღება მზის ელემენტების საშუალებით ხდება. ეს მეთოდი ძალიან ეკოლოგიურია, მაგრამ ნაკლოვანებებიც აქვს. მზის ელმენტები დიდი ზომისაა, მათ გაშლას დიდი დრო სჭირდება და მოქმედების ვადაც შეზღუდული აქვთ. ზოგიერთ თანამგზავრს ისეთი ფრენის ორბიტა აქვს, რომ დიდი ხანი ჩრდილში უწევთ ფრენა. მეორე გზა ელექტროენერგიის მიღებისა არის რადიოიზოტოპური. იღებენ რადიოაქტიურ ქიმიურ ელემენტს რამდენიმეწლიანი ნახევრადდაშლის პერიოდით და საიმედოდ ათავსებენ ტყვიის კორპუსში. შედეგად ღებულობენ მრავალწლიან ენერგიის წყაროს.
მაგრამ მათაც აქვთ ნაკლი, ისინი დიდი სიმძლავრის არ არიან. ვერ ხერხდება გამოყოფილი ენერგიის რგულირება. სამაგიეროდ არ არიან დამოკიდებული მზეზე. კოსმოსური აპარატების უმრავლესობა მათი დახმარებით მუშაობს.
ეს ორი გზა ვერ გვიშველის თუკი სასწრაფოდ ბევრი ენერგია გვჭირდება. კონსტრუქტორებმა ჯერ კიდევ კოსმონავტიკის განვითარების საწყის ეტაპზე ბირთვული რეაქტორების გამოყენება გადაწყვიტეს. არ იკავებს დიდ ადგილს, ბევრ ენერგიას იძლევა, შეიძლება ენერგიის რეგულირება.
რეაქტორი პირველად ამერიკელებმა გამოიყენეს: SNAP-10A მასით 440 კგ. დაყენებულ იქნა აპარატ Snapshot – ზე 1965 წლის 3 აპრილს. 40 დღე აპარატმა კარგად იმუშავა, მაგრამ შემდეგ ელექტროსისტემაში მოკლე ჩართვა მოხდა და უსაფრთხოების მიზნით რეაქტორი გამორთეს.
მაგრამ ექსპერიმენტი წარმატებულად ჩაითვალა და შემდგომში უკვე სამხედრო თანამგზავრებს ბირთვულ რაქტორბს უყენებდნენ.
საბჭოთა თანამგზავრებზე პრობლემების წარმოშობისას ან სამუშაოს დამთავრებისას თანამგზავრის კორპუსი ორად იყოფოდა. იმ ნაწილს, რომელშიც ბირთვული რეაქტორი იმყოფებოდა მაღალ ორბიტაზე (750–1000 კილომეტრი) უშვებდნენ, რათა იქ მოშორებით ეფრინათ. ისინი დაახლოებით 250 წლის შემდეგ დაიწყებენ დედამიწაზე ცვენას.
1973 წელს ავარიის გამო საბჭოთა თანამგზავრი ბირთვული რეაქტორით წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ამის მიუხედავად სამხედრო თანამგზავრების ფრენა კვლავ გაგრძელდა.
უფრო სერიოზული ავარია მოხდა 1978 წლის 24 იანვარს. აპარატმა "კოსმოს-954", რომელიც სადგურ ბაიკონურიდან 1977 წლის სექტემბერში გაუშვეს, ერთი თვის შემდეგ გაწყვიტა კავშირი სამართავ პულტთან. მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა.
აპარატი სულ უფრო დაბლა ეშვებოდა, 24 იანვარს ატმოსფეროში შემოსვლისას თანამგზავრი ამუშავებული ბირთვული რეაქტორით დაიშალა, ნაწილი დაიწვა, კანადის ჩრდილო– დასავლეთ რაიონების თავზე.
ამერიკელები 1977 ნოემბრიდან უთვალთვალებდნენ მათი მიმართულებით მფრინავ საბჭოთა თანამგზავრს, იცოდნენ რომ მასზე ბირთვული რეაქტორი იყო. მათ აპარატს რუსული "ბირთვული რულეტკა" შეარქვეს და მზადყოფნით ელოდნენ ჩამოვარდნას. 24 იანვარს თანამგზავრი მხედველობიდან გაქრა, თითქმის მაშინვე სხვადასხვა ადგილებიდან მოვიდა ცნობები კანადის ჩრდილოეთის თავზე ცეცხლოვანი სფეროს შემჩნევის შესახებ.
ამერიკელებმა დახმარება აღმოუჩინეს კანადას. მოძებნისა და ლიკვიდაციის ოპერაციას სახელი Morning Light ("დილის სინათლე") უწოდეს.
ჰაერში აჭრილ სამხედრო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს დაევალათ ეპოვნათ ჩამოვარდნილი რეაქტორის რადიაციული ნამსხვრევები. შემდეგ კი ისინი უსაფრთხოების მიზნით უნდა დაემარხათ. მათ ასზე მეტი ნამსხვრევი იპოვნეს (სულ 65 კილოგრამი საწყისი 3100 კილოგრამიდან).
ზოგიერთ ნამსხვრევს საკმაოდ დიდი 200 რენტგენი/საათში გამოსხივება ჰქონდა.
სულ ფრენებში, ძებნაში და დამარხვაში ამერიკელებმა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა 14 მილიონ დოლარამდე დახარჯეს. მათ საბჭოთა კავშირს კომპენსაციის გადახდა მოსთხოვეს. საბჭოთა ჩინოვნიკებს ვაჭრობა კარგად ეხერხებოდათ და საბოლოოდ მხოლოდ 3 მილიონი იქნა გადახდილი.
ამის შემდეგ საბჭოთა კავშირს სამწლიანი პაუზის აღება მოუხდა ამ ტიპის კოსმოსური აპარატების გაშვებაზე.
მაშინ კაცობრიობას გაუმართლა, რომ თანამგზავრი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ეს რომ რომელიმე დიდი ქალაქის თავზე მომხდარიყო დიდი კატასტროფა იქნებოდა
394 3-ს მოსწონს
|