x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
40 საუკუნის შუმერული ხელნაწერი გვიამბობს შუმერთა კავკასიური წარმოშობის შესახებ
საქართველო - არათა

არქეოლოგიური აღმოჩენებით და ენობრივი კავშირებით, ასევე უძველესი შუმერული ტექსტებით ირკვევა, რომ შუმერები მესოპოტამიაში ჩრდილოეთის მთიანი მიწებიდან მივიდნენ, ხოლო ზოგიერთნი კი ჩრდილოეთიდან ზღვის გავლით ჩავიდნენ მესოპოტამიაში. შუმერის ჩრდილოეთით მთიანი მიწები კავკასიაა. ხოლო ჩრდილო კავკასიიდან უკრაინაში გადადიოდა კუკუტენი ტრიპილიას ცივილიზაცია, რომელიც შესაძლოა მივიჩნიოთ იმ კულტურად, რომელსაც შუმერები არათას ეძახდნენ. ხოლო დღევანდელ მეცნიერებაში ცნობილია, როგორც კუკუტენი ტრიპილიას (Cucuteni Trypilia) კულტურა. რომელიც იწყება 20, 000 (ოცი ათასი) წინ ძველი წელთაღრიცხვით. უკრაინაში ნაპოვნია უამრავი კარად ჩამოყალიბებული ქალაქური დასახლებები, პროტოშუმერული დამწერლობის ნიშნებით და იქვე უძველესი ობსერვატორია.

შუმერში კი აღმოაჩინეს 40 საუკუნის ხელნაწერი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. მე-20 საუკუნით და მას ჰქვია ლუ-დინგირ-რა (Lu-dingir-ra), რომელიც შესრულებულია შუმერული, ლურსმნული დამწერლობით და მისი ტექსტიც გაიშიფრა. გთავაზობთ ამ 40-საუკუნოვანი ტექსტის ქართულ თარგმანს, სადაც ავტორი შუმერების წარმომავლობაზე საუბრობს:

"ჩვენ გადმოვსახლდით აქ, სადაც ახლა ვცხოვრობთ ათასობით წლის წინ, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ჩაეწერათ თუ ზუსტად საიდან მოვიდნენ, ვინაიდან მაშინ წერა არ იცოდნენ. მოგვიანებით, სამეფო სასახლის ცნობისმოყვარე ჟამთააღმწერლებმა და არქივარიუსებმა შეისწავლეს ზეპირგადმოცემანი და ცდილობდნენ გაერკვიათ ყველაფერი წარსულის შესახებ. ჩვენი ხალხი მოვიდა ამ მიწაზე მთიანი ქვეყნიდან - მდებარე ჩვენგან ჩრდილო აღმოსავლეთით. ასევე გამოდმოცემულია, რომ ზოგიერთი ჩვენი წინაპართაგანი მოვიდა ზღვის მეშვეობით აღმოსავლეთიდან, მიწიდან რომელსაც ერქვა დილმუნი. ამ მიგრაციის მიზეზი როგორც თქმულია, იყო შეტევა აუხსნელი გვალვებისა იმ თბილ და წვიმიან ქვეყანაში. დიდმა ენლილმა დაგვასახლა ჩვენ შავთმიანნი (შავთავიანნი) ამ მიწებზე. ჩემი კვლევებისა და წინაპართა გადმოცემების თანახმად ჩვენ ჩვენს თავს ვუწოდეთ შავთავიანნი იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს მოსვლამდე ცხოვრობდა ქერათმიანი ხალხი ცისფერი თვალებით. მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ასეთი პიროვნება და არ ვფიქრობ, რომ ასეთი ხალხი ლამაზები იქნებოდნენ. თავად მე კი არასოდეს შემხვედრია ასეთი ხალხი ჩემს ქვეყანაში."


როგორც ვხედავთ ეს ხელნაწერი აშკარად მიანიშნებს, რომ ორი სხვადასხვა ადგილიდან მოხდა შუმერების წინაპართა მიგრაცია მესოპოტამიისკენ - კავკასიიდან პირველი ნაკადის წასვლაზე და მეორე ნაკადი წამოვიდა მესოპოტამიისკენ სავარაუდოდ ჰარაპას კულტურიდან ან მის ახლოს მოსახლე ხალხებიდან - დღევანდელი პაკისტანიდან, ავღანეთიდან და ჩრდილო ინდოეთის ტერიტორიებიდან. ან ყაზახეთის ტერიტორიებიდან კასპიის ზღვის გავლით. აქამდე მიწათმოქმედება შუმერში ეგონათ რომ წარმოიშვა, ახლა კი უკვე ცნობილია, რომ საქართველოში წარმოიშვა მიწათმოქმედება. სელის მოყვანა აქ 330 საუკუნის წინ დაიწყეს, როცა შუმერში ეს მხოლოდ 130 საუკუნის წინ მოხდა. კერძოდ ჭიათურაშია ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი პირველი ნაქსოვი ქსოვილი, რომელიც დამზადებულია სელისგან, რომელიც მოიყვანეს ადგილობრივმა მიწათმოქმედებმა შემოგარენ ტერიტორიებზე და შემდეგ ამ სელისგან მოქსოვეს ტანსაცმელი. ეს ნიშნავს, რომ სამიწათმოქმედო ცოდნა პროტოშუმერებმა აქედან წაიღეს მესოპოტამიისკენ გადასახლებისას, ხოლო იქ შემდეგ სრულყვეს, როდესაც აღმოჩნდნენ ნაყოფიერი ნახევართვარის ტერიტორიებზე ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე. რაც შეეხება ენობრივ კავშირებს - მსგავსება აშკარა და უდავოა შუმერულის, სვანურის, მეგრულის, ვაინახურის და დაღესტნის ზოგიერთი უძველესი ეთნოსის ენებს შორის.







ავტორი: თორნიკე ფხალაძე





15
3304
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
3304
  
2022, 23 თებერვალი, 3:36
ინტერნეტში არის რამე? თუ არის იქნებ ლინკები დაამატო?!
2022, 23 თებერვალი, 3:35
წყაროები რა....
2022, 23 თებერვალი, 3:33
თორნიკე, წყაროები დაამატე რა...
2022, 23 თებერვალი, 3:32
თორნიკე, წყარო მიუთითე ზუსტად თუ გაქვს. ისე უბრალოდ ჭორაობაა და სადღეგრძელო. ქვემოთ ვიღაცამ დაწერა უკვე... სომხები მეტს სხვას კი არაფერს აკეთებენ: ყვებიან ესევე ზღაპრებს.
წყაროები მიუთითე საიდან გაქვს ინფორმაცია. თუ ინტერნეტიდან არის უფრო უკეთესი. დაინტერესებულ ხალხსაც გაუადვილდებათ წყაროების პოვნა და დამატებითი ინფორმაციის მოძიება.
2021, 29 მაისი, 18:45
კარგი გზა-მკვლევი ინფორმაციაა...მადლობა...
2020, 2 დეკემბერი, 18:43
Where was the origin of the Sumerian Civilization?
To answer that question we need to probe back in time before the Ancient Greeks and Egyptians to the Sumerian civilization that arose from 4500 BC. However, even that civilization seemed to burst 'ready-made' and sophisticated into a world of antiquity, where even Sumer's own historians recognised their origins lay further back in time in the Land of Aratta...
According to a 4000 year-old (approx. 2000 BC) inscription by Sumerian Lu-dingir-Ra:
"We migrated to where we are living now thousands of years ago, but they were unable to write down from where, because they did not know how to write then. Later on, inquisitive scribes and archivists in the royal palace studied the orally transmitted information in an attempt to find out about the past. Our people came to this land from a mountainous country to the northeast. But it is also said that some of them had come via sea from a land called Dilmun in the east. And the reason behind this migration is said to be the onset of an unexplained drought in their warm and rainy country.
2020, 2 დეკემბერი, 18:43
Great Enlil had some of us 'darkheads' settle here.... According to rumours and the results of my research as to why we have called ourselves 'darkheads' I found out that before our forefathers migrated here, blonde haired and blue eyed people were living next to their country. I cannot visualise a person with blonde hair and blue eyes. And I don't think it would be nice. I have not seen any person like that in my country".
Aratta is now recognised as having been the world's most ancient (known) civilisation. It developed in South Caucasus (on the territory of Georgia) long before the Sumerian civilization originated
Aratta was the homeland of the Sumerian civilization. The general implication of the Aratta cycle of religious texts recorded in cuneiform writing indicates, that Aratta played a seminal role in the development of religion in Sumer, as well as in the construction of its cult structures, trade and diplomacy. Contact between these two states was claimed to be of such importance that writing was developed specifically for them.
2019, 10 ოქტომბერი, 14:28
შუა მე ერ, უგარეთ, ქუვეით(ქვეით), აქად, აქავე, აქა ია, ეგ იპეთ, პირ ამიდა, კარ ნაქი, საქარია, მიდია, ნუ მიდია, კთუნის, კართ აგენ, კარელია და ასე შემდეგ.
2019, 6 მარტი, 9:35
ეგრე სომეხ ისტორიკოსებსაც რომ მოვუსმინოთ ამტკიცებენ სხვადასხვა(გადაუმოწმებელი ფაქტებით რომ შოთა რუსთაველი იყო სომეზი, მაგრამ ეს ასე ხომ არ არის?
2019, 6 მარტი, 9:28
კარგი რა თორნიკე, უნდა მოეშვა ასეთი მარაზმების წერას, პროპაგანდისტობ და აბოლებ ხალხს, გადახედე მაინც შენ სტატიებს, რეალობას ნუ აცდენ ხალხს.

პ.ს შუმერები ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის შუაში მივიდნენ მესოპოტამიაში ზღვიდან.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10