x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში ცოფის შემთხვევა დადასტურდა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში ძაღლს ცოფი აღმოაჩნდა. მოგვიანებით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა.


როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ლალი ალადაშვილმა ქიზიყი.ჯი-ს განუცხადა, ძაღლი უპატრონო იყო. მისი განმარტებით, ოცამდე ადგილობრივი მოქალაქე ცოფის საწინააღმდეგო აცრებს იტარებს.


„მაცხოვრებლების ნაწილი მაშინვე აიცრა, შემდეგ კონტაქტში მყოფი ადამიანები მოვიძიეთ და მათი ნაწილი დღეს ავცერით. რისკ-ჯგუფში შემავალი ყველა ადამიანს ანტირაბიული მკურნალობის კურსი უტარდება, “ - აღნიშნავს ლალი ალადაშვილი.



სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სათანადო ღონისძიებები გატარდა.


„კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში უპატრონო ძაღლის მიერ ადამიანების და პირუტყვის დაკბენის შემთხვევა დაფიქსირდა. ფაქტის გამოვლენისთანავე ადგილზე გავიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარები. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იყო პათმასალა, რის შედეგადაც ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. შედეგად სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა რისკის ზონაში ჩაატარეს იძულებითი ვაქცინაცია და შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები, “ – აცხადებენ სურსათის ეროვნულ საააგენტოში.


2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა 298 734 სულ ცხოველს, მათ შორისაა 279 690 სული ძაღლი/კატა და 19 044 სული მსხვილფეხა პირუტყვი.


ცოფი საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაკბენით, დადორბვლით ან დაკაწვრით. ცოფით ავადდება ადამიანიც. დროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია.

0
138
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0