სხვა იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ თეთრი და სუფთა იყოს, გამოიყენეთ ეს მეთოდი 2018, 31 იანვარი, 11:16 საპირფარეშოს, ძირითადად კი უნიტაზის სისუფთავე და სტერილურობა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის, მასზე ხომ უამრავი ბაქტერია იყრის თავს. დამეთანხმებით დიასახლისები (და არა მარტო) რომ საკამაოდ არასასიამოვნო პროცესია მისი ხეხვა ძვირადღირებული ქიმიური საშუალებებით, რომლებიც გაჯერებულია აგრესიული და ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიკატებით და სუნთქვის პროცესში ზიანს ვაყენებთ ჩვენს რესპირატორულ სისტემას. დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მეთოდი, რომელიც მოიცავს მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებს და ზიანს არ აყენებს თქვენ სუნთქვის სისტემას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის სპობს ბაქტერიებს, ბრწყინვალებას ანიჭებს უნიტაზს და ასუფთავებს ჰაერს. ინგრედიენტები: • 160 გრ საცხობი სოდა. • 60 მლ ლიმონის წვენი. • ½ ჭიქა ძმარი. • წყალბადის ზეჟანგი. • 15-20 წვეთი ნებისმიერი სურნელოვანი ზეთი. მიქსტურის მომზადება: საცხობი სოდა და ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს პატარა თასში. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს წყალბადის ზეჟანგი და ძმარი და სოდისა და ლიმონის მიქსტურა თითო წვეთობით მორევის ქვეშ ჩაამატეთ. ბოლოს დაამატეთ სურნელოვანი ზეთი, კარგად აურიეთ. მიქსტურა მზად არის. კოვზის მეშვეობით გააკეთეთ პატარა ბურთულები, მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე და დააცადეთ 4 საათი, რათა გაშრეს. უმჯობესია დაამზადოთ საღამოს და დააყოვნოთ ღამით. როდესაც გაშრება, შეინახეთ თავდახურული მინის ჭურჭელში. ყოველ ჯერზე, როდესაც ატყობთ უნიტაზს უსუფთაობას, გამოიყენეთ ნარევი, შედეგი გაგაოცებთ. იხილეთ აგრეთვე: ● როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობი და ნესტი? ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა ● რა მოხდება თუ უნიტაზის ავზში ძმარს ჩავასხამთ? ● აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ? ● რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა ● როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან - რჩევები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება ● როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშე ● აღარასოდეს დააფინოთ ქაღალდები უნიტაზზე ● როგორ მოვაშოროთ სახლიდან ტარაკნები? ● როგორ მოვიშოროთ სუნი ფეხიდან? ● როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები ● აუცილებლად დადგით ოთახში იატაკზე წყალი, მარილი და ძმარი - განდევნეთ სახლიდან უარყოფითი ენერგია 14204 14-ს მოსწონს
|