x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512098
დრონით გადაღებული საუკეთესო ფოტოები
ზოგი ადამიანი უკვე ჩვეულებრივი კამერით აღარ კმაყოფილდება და ცდილობს, უფრო "მაგარი" ფოტოები გადაიღოს, რისთვისაც დრონს იყენებს. დრონს მართლაც არაჩვეულებრივი ფოტოების გადაღება შეუძლია.

სტატიაში გთავაზობთ 2017 წლის დრონით გადაღებულ 20 საუკეთესო ფოტოს.

ვიმედოვნებთ, რომ ფოტოგრაფიის ეს ახალი სახეობა მოგეწონებათ.





1.

ქალი აგროვებს წყლის შროშანებს (ლილიებს) მეკონგ დელტაში, ვიეტნამში.

image




2.

"ბულგარეთსა და იტალიას შორის მატჩი დასრულდა. ბუუმ! მთელ სტადიონს გარს შემოერტყა დაუჯერებლად ლამაზი ფეიერვერკები. ხალხი სტადიონის გარეშე ცეკვა-სიმღერით დარბოდა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება". (სოფია, ბულგარეთი)


image





3.

ეს ფოტო გადაღებულია ადგილას, რომელსაც შეგიძლიათ სამოთხე უწოდოთ - ფიგუეირას სანაპიროზე, ბრაზილიაში. სამხრეთის მზე, ოქროსფერი ქვიშა, მშვენიერი ბუნება... სხვა რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?

image





4.

არწივი მიფრინავს ბალის ეროვნული პარკის თავზე, ინდონეზიაში.

image





5.

ტყეში გადაჭიმულია გრძელი გზა. აშშ

image





6.

"ეს ერთ-ერთი პირველი ფოტოა, რომელიც ჩემი დრონით გადავიღე. ამის შემდეგ უფრო ხშირად ვიღებ სურათებს და ვცდილობ, ისინი კრეატიული და მოულოდნელი იყოს". (ლაგუნას სანაპირო, კალიფორნია)

image





7.

5 მილიონზე მეტი ყვავილი და მცენარე იყო საჭირო ამ თვითმფრინავის, A380-ის რეალური ზომის შესაქმნელად. (დუბაი)

image





8.

თეთრი დეკემბერი (უკრაინა)

image





9.

წეროების ოჯახმა ელექტრო კოშკზე გაიკეთა ბუდე. (პოლონეთი)

image




10.

"როცა ვნახე ფოტოები, რომელიც თვითმფრინავიდან იყო გადაღებული და შენობების წვეროები ჩანდა, დამებადა იდეა, რომ მსგავსი ფოტო გადამეღო ჩემი ქალაქისთვის. აქ ნისლი იშვიათადაა, მაგრამ კარგ დროს დავამთხვიე. დილა იდეალური აღმოჩნდა: ამინდი ისეთი იყო, როგორიც მინდოდა, მქონდა თავისუფალი დრო და შესაბამისი აღჭურვილობაც. მარინგას ეკლესიის ადგილი ავარჩიე, რომელიც ქალაქის სიმბოლოა. წარმოდგენა არ მქონდა, ზუსტად რისი გადაღება მინდოდა, სანამ ეს კადრი არ ვიხილე". (პარანა, ბრაზილია)

image





11.

ღვთისმშობლის მიძინების კუნძულის ხედი (სლოვენია)

image





12.

მოტოციკლების რბოლა (დუბაი)

image





13.

სამრეწველო ალპინისტები მუშაობენ ქალაქ მერკურის კოშკზე. (მოსკოვი, რუსეთი)

image





14.

"მეგობრებო, ჩვენ ქვემოთ ვეშაპია! - დაიყვირა ვიღაცამ. არასდროს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორიც მაშინ, როცა ვეშაპს ვუღებდი სურათებს. ის ჩვენს ქვევით და, ამავე დროს, ჩვენ უკან იყო". (კალიფორნია, აშშ)

image





15.

ძროხები დილის მზეს ეფიცხებიან. (სამხრეთ აფრიკა)

image





16.

ტატაკოის უდაბნო (კოლუმბია)

image





17.

კაშკაშა, თეთრი ღვთისმშობელი (საფრანგეთი)

image





18.

მზის ამოსვლა ეშმაკის ყელის ჩანჩქერზე (არგენტინა)

image





19.

"ადრიანი დილა, ცოტა ნისლი და იდეალურად მშვიდი ზღვა. ჩვენ კალიფორნიის სანაპიროზე, ჩვენს საყვარელ ადგილას ვართ და სელაპების ყურებით ვტკბებით". (კალიფორნია, აშშ)

image





20.

"არქტიკაში ჩვენი ექსპედიციის დროს ყოველდღე ვცდილობდით, პოლარული დათვების ნაკვალევი მაინც გვეპოვა. და მაინც, როცა საბოლოოდ ვნახე, თვალებს ვერ დავუჯერე. ის ჩვენი ნავიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრის დაშორებით ცურავდა. არასდროს დამავიწყდება, როგორ ვემზადებოდით ამ მოგზაურობისთვის, როგორ ვსწავლობდით პოლარული დათვების ქცევას". (კანადა)

image







მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცით და გაინტერესებთ, როგორ მუშაობს დრონი, იხილეთ ვიდეო:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ გადავიღოთ ვარსკვლავური ფოტო - 12 ხერხი

2. 10 შეცდომა, რომელსაც ფოტოების გადაღების დროს უშვებთ

3. როგორ გამოიყურებოდა და როგორ გამოიყურება მსოფლიო დღეს - 20 ფოტო

4. ამ სამოდელო სააგენტოში მხოლოდ 45 წელს ზევით მოდელები არიან და ისინი არაჩვეულებრივად გამოიყურებიან

.

0
333
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0