x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გიული ალასანია კიევში სახლს იშენებს „თბილისში მშობლების სახლი გავყიდე და მშენებლობაზე დავხარჯე“
image


მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კივთან მიწის ნაკვეთი და ახლად აშენებული სახლი დედამისმა, გიული ალასანიამ მას შემდეგ შეიძინა, რაც თბილისში, მშობლების დანატოვარი ბინა გაყიდა.


“2016 წელს. როცა მე კიევში ჩამოვედი ოდესიდან და დედაჩემმა ნახა, რომ აქ დიდი ხნით ვაპირებდი დარჩენას, გაყიდა მშობლების სახლი თბილისის ცენტრში და იყიდა კიევთან პატარა ნაკვეთი, სადაც თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო ერთსართულიანი, სამოთახიანი სახლის მშენებლობა, მაგრამ აგვისტოს შემდეგ სახლი ასე დგას”-წერს სააკაშვილი და ამბობს, რომ დღეს, ერთ-ერთმა ოლიგარქიულმა ტელევიზიამ ადამიანები მისი საწინააღმდეგო პლაკატებით მიიყვანა აღნიშნულ სახლთან.


სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც გიული ალასანია ამბობს, რომ საქართველოში მეგობართან ერთად დააარსა საკუთარი უნივერსიტეტი, ახლა კი ეს დაწესებულება უნივერსიტეტის გარდა მოიცავს მთელ საგანმანათლებლო სისტემას, სკოლას, სკოლამდელ დაწესებულებას და ხელფასი საკმაოდ დიდი აქვს, -60 ათასი დოლარი.



ვინაიდან მისმა შვილმა გადაწყვიტა ემსახუროს უკრაინას, ის კი ხშირად სტუმრობს მას, ყოველი ჩასვლისას სასტუმროს ძებნაზე რომ არ ეფიქრა, სახლის აშენება გადაწყვიტა. “ზუსტად იმ დროს, გავყიდე მშობლების სახლი და იმ ფულის ნაწილი ამ სახლის მშენებლობაზე დავხარჯე.”-აცხადებს გიული ალასანია და ამბობს, რომ სახლის რემონტი ძალიან ძვირი ჯდება, თუმცა იმედი აქვს, რომ მალე დაამთავრებს.


რომელი სახლი გაყიდა გიული ალასანიამ თბილისში, ამის გადამოწმებას ქართული მედია სამოქალაქო რეესტრის ბაზაში შეეცადა, თუმცა ინფორმაცია გაყიდვის შესახებ, საჯარო რეესტრის განცხადებების ძიების გვერდზე არ იძებნება, თავად კი ისევ პეკინის 33-შია რეგისტრირებული.


0
174
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0