x
image
სალო-მე
ეს საოცრება საქართველოშია ყველამ ნახეთ

image


საქართველოში მარგალიტებივით არის მიმოფანტული შვენიერი ადგილები.ყოველი ქართველი ამაყობს ქვეყნის სილამაზით, მაგრამ მათ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვთ იმ ულამაზეს და უჩვეულო სოფელზე რომელსაც ტაბაწყური ჰქვია.ტაბაწყური ტბის მიდამოში სოფელია, რომელიც ნაევარკუნძულზეა გაშენებული და იშიფრება როგორც ტბის (ტაბის)ყურე, იგი ტბაშია შეჭრილი.ტბა წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.ის საკმაოდ ღრმაა– 40.2მ.ასევე გამოირჩევა ცივი წლით, თითქმის შეუძლებელია მასში ბანაობა.აქ ძირითადად არის მთის ჰავა, ზაფხული მოკლე და გრილია.ნოემბრიდან ტერირორია თოვლით არის დაფარული 6თვის მანძილზე.ზაფხულში ცისფრად მოლივლივე ტბა, ნოემბერში სარკესავით იყინება.იმდენად სუფთაა ტბის წყალი, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წლების მანძილზე გამოიყენებოდა სასმელად.ტაბაწყურის ტბა საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა თევზით მდიდარ ტბად. ამჟამად ტბაში 13 სახის თევზია წარმოდგენილი.ტბაზე არის კუნძული რომელზეც გაშენებულია სოფელი
image

სოფელი ტაბაწყური მდებარეობს (ზღვის დონიდან 1 991 მ.) ჯავახეთის ზეგანზე იგი ბორჯომის რაიონის ბოლო სოფელია, რომელიც ახალციხეს ესაზღვრება.სოფელ ტაბაწყურს ბორჯომის რაიონთან აკავშირებს ცხრაწყაროს უღელტეხილი, რომელიც ზამთარში იკეტება თუმცა, ზამთარში გადასვლა შესაძლებელია
ბურანებით(სნოუმობი- -ლებით).ამ ტერიტორიაზე, დიდი პოტენციალია ალპური სათხილამურო და ბურანების ტურების განვითარებისთვის.ტურები, სოფლის მახლობლად ხელოვნურად
გაშენებული ფიჭვნარია სადაც დასვენებაა შესაძლებელი.ასევე ტბის შუაგულში ულამაზესი პატარა კუნძულია, რომელზეც მოსახვედრად ადგილობრივებისგან კატერის ქირაობაა შესაძლებელი.სოფლის მოსახლეობის 99%სომხები შეადგენენ.

image
ისინი 1905 წელს სომხეთში
თურქების გენოციდის შემდეგ დასახლდნენ.სოფელში არის სკოლა, სადაც 112 მოსწავლე სწავლობს სკოლის დირექტორი სეროჟ ყანდილიანია.ხშირად მოსახლეობა თავს იყრის იშაკ–მოედანზე და სოფლის კეთილდღეობაზე ერთობლივად განიხილავს.ამ მხარეში მოსახლეობა ძირითადად მისდევენ რძის პროდუქტების წრმოებას, მეთევზეობას და მესაქონლეობას.რაც შეეხეა კულტურულ მონაპოვარს მეოცე საუკუნის დასაწყისში ნაპოვნია ბრიჯაოს ხანის ოთხი ყორღანი(სამარხი).მათ საერთაშორისო მნიშვნელობა აქვთ. ხუროთმოძღვრების ძეგლებს სოფელში ორი ქართული და ერთი სომხური ეკლესიაა.image ამათგან სომხური ეკლესია მოქმედია, ხოლო ერთ–ერთი ქართული ეკლესიის ნანგრევები რომელსაც ადგილობრივები „წითელ საყდარს „უწოდებენ (ქვების შეფერილობის გამო) IX საუკუნით თარიღდება ის დარბაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესიაა ყველა ამ ისტორიულ თუ არქეოლოგიურ უბანს გააჩნია ტურიზმის განვითარების პოტენციალი.აქ შეგიძლიათ დატკბეთ ერთსა და იმავე დროს როგორც კავკასიონის ულამაზესი ხედით ასევე შეიგრძნოთ ალპური ზონის ბუნების ხიბლი.ამ ადგილს ნებისმიერი ადამიანის განცვიფრება შეუძლია, წელიწადის ნებისმიერ დროს ...
imageimageimageimageimageimageimageimage












45
34455
22-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სალო-მე
სალო-მე
34455
  
2017, 8 მაისი, 2:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურაბ ქუმსიაშვილი-ის კომენტარზე
2017, 20 აპრილი, 0:25
ეს ტბა 2010 წელს 1832 ლარად გადასცეს სომხეთის პარლამენტარ ვარდან აივაზიანს, რომელმაც სომხეთიდან შეოიტანა 18 ტონა კიბორჩხალა და გაუშვა ტბაში, რითიც გაანადგურა იქ არსებული 13 სახეობის თევზი, მათ შორის, რომანოვის კალმახიც. საქართველოს არ გააჩნია რეგულაცია კიბორჩხალის რეწვაზე. აქედან გამომდინარე, აივაზიანმა მიზანმიმართული ეკოციდი ჩაიდინა ტაბაწყურის ტბაზე. 2010 წელს აივაზიანსვე მიჰყიდეს 1 ლარად ტბაში არსებული 7300კვ/მ კუნძული და ტბის მიმდებარედ 40 ჰექტარი ნაძვნარი. ტაბაწყური ყველაზე დიდი სასმელი წყლის მარაგია კავკასიაში.
ქართველებს სოფელში ცხოვრება არ გვეკადრება. ყველამ თბილისში უნდა იცხოვროს
2017, 19 აპრილი, 14:42
რატო უნდა გაყარო? რამეს გიშავებენ?
2017, 5 აპრილი, 5:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 2 თებერვალი, 13:23
არა, ტაბაწყურიდან აბულის მთა მოსჩანს
2017, 2 თებერვალი, 13:03
ერთ შენიშვნას შევიტან, რომ ტაბაწყური არაა ბორჯომის ბოლო სოფელი, ტაბაწყურის იქით კიდევ მოლითი, ჩხარულა და ბალანთაა, ანუ ამ ორ სოფელს ესაზღვრება ახალქალაქის სოფლები.
2016, 1 დეკემბერი, 4:57
."ტაბაწყური"...იშიფრება როგორც ტბის (ტაბის)ყურე...?! რა ენაზე ნეტავ? "ტაბა" გასაგებია, "...ყური"-იც, მაგრამ მათ შორის "წ" რომ არის...?! :)  "ტაბა -წყური", ეს არის "ტაბას წყალი", მეგრულად ასე ვკითხულობ...   ...სომხები როგორ კითხულობენ ნეტავ...?! :v
2016, 30 ნოემბერი, 10:38
ეს საოცრება სომხეთის პარლამენტარ ვარდან აივაზიანს მიჰყიდეს 1832 ლარად 2010 წელს!
2016, 30 იანვარი, 13:03
სტატია ძალიან საინტერესოა.გული მწყდება,რომ მოსახლეობის 99% სომეხია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10