x
image
სალო-მე
თმის მოვლა სახლის პირობებში


image

თმა არის ადამიანის ინდლივიდუალურობის გამომხატველი ერთ-ერთი ნიშანი.ხშირად პირველ ეფექტს ადამიანი ლამაზი და მოვლილი თმით ახდებს.ლამაზ და ჯანმრთელ თმას

მოვლა ჭირდება ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ არსებობს რამოდენიმე მეთოდი როგორ უნდა მოვუაროთ თმას სახლის პირობებში მინიმალური დანახარჯით.შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ და იაფ თმის მოვლის საშუალებასა და რჩევას.

#1თუ გაქვთ სწორი თმა და გინდათ ტალოვანი გახდეს დაბანის შემდეგ ერთი სუფრის კოვზი მარილი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და გადაივლეთ თმაზე, შემდეგ აიწიეთ კოსა და დაიძინეთ.დილით თითებით დაივარცხნეთ თმა.


image


#2ჩემი რჩევაა არ დაიბანოთ თავი ყოველდღე, რადგან ყოველდღე თმის დაბანა აშრობს, როგორც თმას ასევე თავის ქალას.რაც შემდეგ იწვევს ქერტლს.კვირაში 2-3 ჯერ დაბანა საკმარისი იქნება.


#3შეეცადეთ ხშირად არ გაიშროთ თმა ფენით.ცხელი ჰაერის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება დაგიწვათ თმა და გაგიყოთ ბოლოები (აქვე პატარა ისტორია ფენი გამოიგონა ფრანგმა.ალექსანდრე გოფროუმ 1897 წელს.)

#4ზეითუნის ზეთი არის ერთი-ერთი საუკეთესო მეთოდი თმის მოსავლელად.ზეითუნის ზეთის ნიღბის სახლის პირობებში მომზადების რამოდენიმე მარტივი წესს გეტყვით. წესი1)შეიზილეთ ზეითუნის ზეთი თავის კანზე გაიჩერეთ 20-25 წუთის განმავლობაში.შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.წესი2) ორი კვერცხის გული ათქვიფეთ, შეურიეთ 4-5 (თმის სიგრძის მიხედვით) სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.ნიღაბი გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში.შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.წესი3)3 კოვზი ზეითუნის ზეთი შეურიეთ 3 კოვზ ლიმნის წვენს.შეიზილეთ თმის ძირებში და 2 წუთში ჩამოიბანეთ.

#5)რეკომენდირებულია თვეში ორჯერ მაიონეზის ნიღბის გაკეთება თმაზე.მაიონეზი საუკეთესო ბალზამია, ასევე კვებავს თმას და მატებს ბზინვარებას.

image #6 რაც შეეხება ხვეულ თმას მისი მოვლა საკმაო ძალისხმევას
მოითხოვს.ხვეული თმა თითქმის არ ბზინავს, გაყოფილია ბოლოები და მიდრეკილია სიმშრალისაკენ.ხვეული თმის დასამორჩილებლად გამოიყენეთ აბუსალათინის ზეთი.წაისვით მშრალ, დასაბან თმაზე და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.ეს ნიღაბი კეთდება დღეგამოშვებით.

#7 ეს არის თაფლისა და ბანანის ნიღაბი.2ცალი ბანანი და 2 სუფრის კოვზი თაფლი აურიეთ.მას დაამატეთ ერთი ჭიქა იოგურტი და შეიზილეთ თმაში 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და გადაივლეთ თმის ბალზამი.თაფლი აღადგენს თმას ხოლო ბანანი კვებავს მას.


#8 ასევე ძალიან სასარგებლოა თაფლი და ლიმონი ერთად.1 სუფრის კოვზი თაფლი და ერთი ლიმნის წვენი შეურიეთ ერთმანეთს.წაისვით მშრალ თმაზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთimage


#9ერთი ჭიქა ლუდი და ერთი ჭიქა ჭინჭრის ნარევი გადაივლეთ დაბანილ თავზე.ძალიან სასარგებლოა ყველა ტიპის თმისათვის

და ბოლოს #10 ერთი კვერცხის გული გახსენით ლუდში და დაიბანეთ თავი ამ მასით.აღადგენს და გააჯანსაღებ თმას;) წარმატებებს გისურვებთ... იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები

1
17477
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სალო-მე
სალო-მე
17477
  
2012, 22 ივნისი, 14:42
+1
0 1 1