საზოგადოება სჯეროდა თუ არა სოკოლოვს თვითმფრინავის ბიჭებზე მის მიერ წაკითხული ტექსტის 2018, 29 იანვარი, 21:10 ჟურნალისტმა დავით სოკოლოვმა ერთერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც თვითმფრინავის ბიჭების საქმეს ეხება. ჟურნალისტი დაინტერესდა, სჯეროდა თუ არა მაშინ სოკოლოვს იმ ტექსტის, რასაც ეთერში კითხულობდა. „რასაკვირველია მჯეროდა. შეიძლება ბევრ რამეს არ ეთანხმებოდე, მაგრამ როცა გადაცემა მიგყავს, ვალდებული ხარ გააკეთო ის, რა დავალებასაც მოგცემენ. მე გეგას მშობლებსაც კარგად ვიცნობდი, წერეთელსაც, მაგრამ აუცილებელი იყო ის გადაცემა მე წამეკითხა. სამი დღე მიდიოდა ეს გადაცემა. ახლა უკვე აღარ არიან ის საცოდავები და ძნელია ამაზე ლაპარაკი. მაგრამ, დიდი შეცდომა მოუვიდათ!... საქმე რაშია, იმ ჯგუფის წევრებიდან არცერთს, ერთი ტაბიძის გარდა, არ ჰქონდა საზღვარგარეთ გასვლის პრობლემა. დანარჩენ ყველას თავისუფალი გასვლის საშუალება ჰქონდა, თუ უნდოდათ... მითუმეტეს, გეგას, ივერიელებს, წერეთელს და თუნდაც მიქაბერიძეს, რომელიც „ინტურისტის“ მმართველის მოადგილის შვილი იყო, “ - აღნიშნავს სოკოლოვი. 461 3-ს მოსწონს
|