სისხლის სამართალი რუსეთში ნარკომან დედას შვილი "სახიფათო თოჯინად" მოეჩვენა და მოკლა 2018, 29 იანვარი, 17:39 ![]() ქალაქ კემეროვოში, ქარხნის დასახლებაში 39 წლის ქალმა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყო, დანის რამდენჯერმე დარტმით მოკლა თავის წლინახევრის ქალიშვილი, რომელიც თოჯინად მოეჩვენა. როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, 26 ნოემბერს ბინაში აღმოაჩინეს მოკლული ბავშვი და 39 წლის ქალი, რომელიც ისეთ ძლიერი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, რომ კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდათ მედიკოსებს იმისთვის, რომ ქალი გონებაზე მოსულიყო. ![]() ![]() პოლიცია გამოიძახა მეგობარმა ქალმა, რომელსაც უცნაური შინაარსის სმს-ი მიუვიდა, ქალმა ჩათვალა, რომ მის მეგობარს რაღაც შეემთხვა და მის ბინაში სამართალდამცავები გააგზავნა. -ქალის დაკითხვა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდგე მოხერხდა.ქალმა განმარტა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდეგ მოეჩვენა, რომ სახლში ბავშვი კი არ იყო, არამედ თოჯინა, რომელიც მას ემუქრებოდა.-განაცხადეს საგამომძიებლო კომიტეტის პრეს-ცენტრში. ![]()
118 7-ს მოსწონს
|