x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ადამიანების 95% სამედიცინო ნიღაბს არასწორედ ატარებს
image


როგორც ცნობილია, სამედიცინო ნიღაბს მაშინ იკეთებენ, როდესაც მიკრობებისგან და ბაქტერიებისგან თავის დაცვა უნდათ ან იმისთვის, რომ სხვებს არ გადასდონ ვირუსი. მაგრამ, როგორც გაირკვა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, თუ სწორედ როგორ უნდა გაიკეთოს ის. შესაძლებელია, ამ ნიღბის მოხმარება პოზიტიურად კი არა, ნეგატიურად აისახოს პირზე, რომელსაც ის უკეთია – ამტკიცებენ ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები.


image

ვისაც ეს ნიღაბი ერთხელ მაინც გამოუყენებია, უთუოდ იცის, რომ მისი შიდა მხარე თეთრია, ხოლო გარედან – ცისფერია. თითქოს ყველაფერი ცხადზე ცხადია – თეთრი ფერი შიგნით უნდა იყოს, ხოლო ცისფერი გარეთ. მაშინ შეცდომა რაში მდგომარეობს?

გაირკვა, რომ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის: თუ ავად გახდით და არ გინდათ სხვაც დააავადოთ, ნიღაბი პირისკენ თეთრი ფერით უნდა გაიკეთოთ ანუ ისე, როგორც აქამდე იკეთებდით – უკუღმა შიგნით, წაღმა გარეთ. მაგრამ, თუ თქვენს სიახლოვეს ავადმყოფი იმყოფება და ვირუსის გადადების საშიშროება არსებობს, მაშინ ნიღაბი უკუღმა უნდა გაიკეთოთ – თეთრი მხარე გარეთ უნდა იყოს, ხოლო ცისფერი პირისკენ!


image

სამედიცინო ნიღბის შიდა (თეთრი) მხარე ფილტრია, რომელიც ვირუსებს გავრცელების საშუალებას არ აძლევს, ხოლო სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავებული ფერადი (ამ შემთხვევაში, ცისფერი) ქსოვილი, არც ისე კარგი დამცავია, ფილტრის გარეშე.

image


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image10 რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება ჭამის შემდეგ

ციფრული ჭკუასუსტობის ვირუსი


0
555
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0