იმერეთი ჭიათურა-გამქრალი ქალაქი-მოჩვენება 2018, 29 იანვარი, 12:44 მოგაზურმა, ფოტოგრაფმა და ბიურო TEG-ის(ინტერნეტ-კომუნიკაციის ბიურო) დამაარსებელმა პაველ მაკაროვმა რამდენიმე დღე გაატარა ჭიათურაში, ისეირნა ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობაზე, -მრავლრიცხოვან საბაგირო გზებზე. ჭიათურას, როგორც ქალაქს, 1879 წლიდან ჩაეყარა საფუძველი, როდესაც აკაკი წერეთლის თაოსნობით მანგანუმის მადნის მოპოვება დაიწყო.
1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რითაც ჭიათურა შორაპანს დაუკავშირდა., ხოლო პირველი საბაგირო გზა ქალაქში 1954 წელს გაიხსნა.
საბჭოთა ეპოქაში აყვავებული სამრეწველო ცენტრი, ამჟამად ქალაქ- მოჩვენებად არის ქცეული, დრო და ჟამმა თავისი ქნა და ჭიათურა, როგორც ქალაქი, ნელნელა ქრება.
მარგანეცის საბადოები
ქალაქს მასიურად სტოვებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ჭიათურა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მიგრაციით გამოირჩევა საქართველოში, ნაწილი თბილისში სამუშაოდ საძიებლად მიდის, ნაწილი მეზობელ ქვეყნებში(რუსეთი, თურქეთი), ან ევროპის ქვეყნებში თორმეტსართულიან კორპუსში ბინების 60% ცარიელია, ქვემოთ ფოტოზე ერთ-ერთი მიტოვებული ბინის ფოტოა.
"ჭიათურა არატურისტული ქალაქია. მიუხედავად ამისა, ღირს მისი ნახვა, რადგან ეს არის ატმოსფერული და უნიკალური ადგილი თავისი აუჩქარებელი ცხოვრების წესით, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობით და წარმოუდგენელი სილამაზის ხედებით"-წერს დასასრულს პაველ მაკაროვი. იხილეთ აგრეთვე:
ჭიათურა-რეპორტაჟი ქალაქიდან, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი საბაგირო გზა იყო
277 6-ს მოსწონს
|