იმერეთი წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტ როლანდ ნუცუბიძესთან შელაპარაკების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა(ვიდეო) 5 სექტემბერი, 12:21
წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, "ქართული ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. ფაქტს წინ ოპოზიციის აქტივისტთან შელაპარაკება უძღოდა. კადრები იქვე მდებარე სათვალთვალო კამერამ გადაიღო.
მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, როლანდ ნუცუბიძემ "ქართული ოცნების" წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირადად ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა, რის მერეც, "ოცნების" წევრი შეუძლოდ გახდა და, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზევე დაიღუპა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ამ ფაქტს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე: ბითაძის თქმით, სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ - ვიღაც ყოჩაღი ნაც „აქტივისტკა”, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს. „სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ - ვიღაც ყოჩაღი ნაც “აქტივისტკა”, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს! ესაა ის, რასაც ასწავლიან ჩვენ შვილებს. რა გჭირთ ხალხო რა!!! არ გეყოთ ამდენი კაცთმოძულეობა! ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს“, - წერს მაია ბითაძე. 324 3-ს მოსწონს
|