x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ბიძინას თვალწინ შარვალჩახდილი ადამიანი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
image


„ბიძინას თვალწინ შარვალჩახდილი ადამიანი“ - ასე უწოდა „ტაბულას“ ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს.


ეს განცხადება ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. თოქ შოუში „თავისუფალი სივრცე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობისა და სამომავლო გეგმების შეფასებისას ჩერგოლეიშვილმა მკაცრი მოსაზრებები გამოხატა.


„ძალიან მაღალი წარმოდგენა გქონიათ ვასილ მაღლაფერიძეზე, ამ ბიძინას თვალწინ შარვალჩახდილ ადამიანზე, რომელიც მისი ბრძანებების გარდა არაფერს არ ასრულებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფული მიდის ბიძინას ერთგული კადრების შესანახად. ეს ხალხი მანდ გადმოდეს „ჯიდიესიდან“, მათ ივანიშვილის მრავალი მილიონი გაფლანგეს, მაგრამ ჯიდიესის რეიტინგი არ ყოფილა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაღალი. შესაბამისად, სასაცილოა იმის მტკიცება, რომ ვასილ მაღლაფერიძე და ია ანთაძე საზმაუზე ჩვენი ფულით შეძლებენ რამეს, როცა მრავალი მილიონით ვერაფერი ქნეს და ჯიდიესი დასახური გახდა, “ - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.



0
367
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0