x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ, ვართ ჩვენ?! რა ჯიშის ვართ?!
image

პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი "ქართული ოცნებიდან" 27 იანვარს რიკოთის გვირაბთან მომხდარ ავტოავარიას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:



"SOS! SOS! SOS!

ვინ, ვართ ჩვენ?! რა ჯიშის ვართ?!


რას წარმოვადგენთ ამნაირს, რომ არ ვუფრთხილდებით-1მანეთის სიცოცხლეს! შვილებს ვკლავთ!
ვინ მისცა ჩვენს ერს ამის ფუფუნება, რომ გენოფონდს ვანადგურებთ, ჩვენივე ხელით!
ჩვეულებრივზე, რომ არაფერი ვთქვათ-90% მარჯვენა საჭიანი მანქანების მფლობელები, რომ პოტენციურ მკვლელებს და მსხვერპლს წარმოადგენენ არ ახალია!
ჯიპებზე წამომჯდარნი, რომ არას დაგიდევთ, ესეც ძველია!
ჩამოვიდეთ მანქანებიდან, ვიაროთ ფეხით, ველოსიპედით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით...
ვაცალოთ ჩვენ და სხვის შვილებს გაზრდა და ცხოვრება...
არ უნდა ყველა აბიტურიენტს და სტუდენტს მანქანა! მარტო თბილისში 600 ათასი მანქანა დადის! რად უნდა სტუდენტს მანქანა?! მართლა გაგიჟება შეიძლება რა!!!
უკაცრავად, სხვანაირად არ გამიგოთ და ორგზის დეპუტატი ვარ, სხვაზე ნაკლებ არც ტარება ვიცი, მაგრამ წელიწადზე მეტია დავდივარ უმანქანოდ, მეტროთი და ფეხით ვმოძრაობ. როცა მყავდა მაშინაც მხოლოდ თბილისი-სამტრედიას შორის დავდიოდი. რა უბედურებაა მართლა ამდენი მანქანა...
ბევრი პრობლემაა ჩვენში მენტალურად, ბევრი! ცოტა თავს შემოვუძახოთ, თორემ ისეთი ტემპი გვაქვს აღებული, 30-40 წელიწადში-უცხო ტომელი ბევრად მეტი იქნება საქართველოში, ვიდრე ქართველი..."

image

შეგახსენებთ, რიკოთის გვირაბთან გვიან ღამით მომხდარ ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ტრაილერი მინივენის ტიპის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.


გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი რონალდ ქანთარია და მისი მეუღლე ვიკა ლეჟავა, მცირეწლოვანი შვილი ბარბარე, რონალდის და, მზია ქანთარია და მათი ნათესავები დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩნაძეები.

დაღუპულები ახლობლის ქორწილიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.

წინასწარი მონაცემებით ტრაილერის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და საპირისპირო მხარეს გადმოვიდა.

image

1
416
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
416
  
2018, 29 იანვარი, 10:54
გადაშენების პირად მდგომი, თითქმის მომავლის გარეშე დარჩენილი ერი ვართ :///
0 1 1