x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ერთმა ჩინურმა ოჯახმა ვარჯიში გადაწყვიტა... იხილეთ მათი ფოტოები 6 თვის შემდეგ
image

წონის დაკლება საკმაოდ რთულია. ჩინელმა ფოტოგრაფმა, 32 წლის ჯესიმ გადაწყვიტა, თავის ოჯახთან ერთად ფორმაში ჩამდგარიყო და, თან, შედეგი ფირზე აღებეჭდა.

მთელი ოჯახი მხარს უჭერდა და ხელს უწყობდა ერთმანეთს 6 თვის განმავლობაში. სტატიაში იხილავთ მათ ფოტოებს ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ჯესის დედამ გადაწყვიტა, ცოტა ხნით თავის შვილთან და მის ორსულ ცოლთან გადასულიყო საცხოვრებლად, რომ რძალს საქმეებში მიხმარებოდა. ჯესიმ მამამისიც მიიწვია სახლში და როცა მან ჯესის ალკოჰოლი და ლუდი შესთავაზა, ჯესიმ იფიქრა, ვარჯიში მთელი ოჯახისთვის იქნებოდა სასიკეთო.


თავიდან მათ ნელი სიარული დაიწყეს, რაც შემდეგ ძუნძულში გადაიზარდა, მერე კი - სირბილში. სხვადასხვა ვარჯიშების ნელ-ნელა დამატებით, საბოლოოდ, ისინი სპორტ-დარბაზში აღმოჩნდნენ. თან, გადაწყვიტეს, ყოველ 10 დღეში გადაეღოთ სურათები, რომ საკუთარი სხეულის ცვლილებას დაკვირვებოდნენ.

ვარჯიში მათი ცხოვრების წესი გახდა და, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ ამ ფოტოების შემდეგაც განაგრძეს. ჯესი ამბობს, რომ ყველაზე ძალიან მაინც ის უხარია, მამამისს უკვე თავდაჯერებულ მამაკაცად რომ ხედავს.

ახლა კი, თვალი გადაავლეთ მათ ფოტოებს.


image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ხერხები, რომლებიც წონის დაკლებამდე უნდა იცოდეთ

2. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი

3. 14 ტანსაცმელი, რომელიც ამახინჯებს თქვენს ფიგურას

4. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

5. 14 საოცარი ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ

.

0
2972
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2972
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0