x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138457
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512079
9 რამ, რისი გაკეთებაც უზმოზე არ შეიძლება
image


"ის ხარ, რასაც ჭამ", - ეს გამოთქმა ყველასთვის ცნობილია, ალბათ. მაგრამ რასაც ჭამამდე ვაკეთებთ, იმასაც დიდი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

სტატიაში ნახავთ 9 რამეს, რისი ჭამაც ცარიელ კუჭზე არ არის რეკომენდებული.




1. წამლები

ასპირინის, პარაცეტამოლის და სხვა წამლების მიღება მშიერ კუჭზე არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ არაეფექტურია, შესაძლოა, მათმა მიღებამ ჯანმრთელობის პრობლემებიც გამოიწვიოს.



რჩევა: რძე ასეთი წამლების უარყოფით ეფექტებს ამცირებს.

image




2. ყავის დალევა

დეკოფინირებული ყავაც კი ხელს უწყობს ორგანიზმში მჟავას წარმოქმნას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, თუ ყავას ცარიელ კუჭზე დალევთ.

ყავის შემდეგ საუზმის არმიღებაც ცუდ შედეგებს იწვევს.


რჩევა: თუ დილით ყავის დალევის გარეშე ძალიან გიჭირთ, შეურიეთ მას ნაღები ან რძე.

image




3. ალკოჰოლის მიღება

ალკოჰოლის მშიერ კუჭზე მიღება ზიანს აყენებს თქვენს ღვიძლს, გულსა და თირკმელებს.


რჩევა: თუ სიტუაცია ისეთია, რომ აუცილებლად უნდა დალიოთ დილით ალკოჰოლი, აირჩიეთ არაკარბონატული სასმელი, რადგან ის უფრო ნელა შეიწოვება. კარგი იქნება, თუ პატარა სენდვიჩს მაინც შეჭამთ, საუკეთესო ვარიანტში, კარაქიანს.

image




4. საღეჭი რეზინა

საღეჭი რეზინა მშიერ კუჭში მჟავას წარმოქმნის და საფრთხეს უქმნის მას. შეიძლება, გასტრიტიც გამოიწვიოს. ასევე, მეცნიერულადაა დამოწმებული, რომ ხალხი, რომელიც საღეჭ რეზინს ხშირად მოიხმარს, უპირატესობას სწრაფი კვების საჭმელს ანიჭებს, ვიდრე ხილსა და ბოსტნეულს.


რჩევა: ბუნებრივი შაქრის შემცველი საღეჭი რეზინა ნაკლებად საზიანოა, ვიდრე ციკლატის ან ასპარეტის შემცველი. საერთოდ, მოერიდეთ საღეჭი რეზინის 10 წუთზე მეტ ხანს ღეჭვას, თუნდაც მაშინ, როცა საჭმელი ნაჭამი გაქვთ.

image




5. დასაძინებლად წასვლა

შიმშილის გრძნობა ხშირად გვთენთავს და ძილის სურვილს გვიჩენს. საინტერესოა ისიც, რომ ძილის ნაკლებობა შიმშილის ჰორმონების დონეს ზრდის. ამიტომაცაა, რომ თუ წინა დღით ვახშმის გარეშე დავიძინებთ, მეორე დღეს უფრო მეტის ჭამის სურვილი გვიჩნდება.


რჩევა: ძილის წინ ბევრის ჭამაც, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი. საუკეთესო გამოსავალი ღამით რძის პროდუქტების ჭამაა, რომლებიც მაგნიუმს და კალციუმს შეიცავენ.

image




6. ინტენსიური ვარჯიში

არსებობს აზრი, რომ ცარიელ კუჭზე უფრო მეტ კალორიას დაწვავთ. სინამდვილეში, ცარიელი კუჭს საერთოდ არ აქვს გავლენა ცხიმის დაწვაზე.


რჩევა: შეანაცვლეთ ვარჯიში აერობიკის გაკვეთილებით. თუ საჭმლის მონელების პრობლემები გაქვთ, უმჯობესია, ყველანაირი ვარჯიშის წინ ცოტა წაიხემსოთ., რადგან ფიზიკური აქტივობა კუჭის წვენის წარმოქმნას იწვევს, რაც ცარიელი კუჭისთვის საზიანოა.

image




7. შოპინგი

ყველამ ვიცით, რომ შიმშილის დროს უფრო მეტ რამეს ვყიდულობთ, ვიდრე სინამდვილეში გვჭირდება, ეს არ ეხება მხოლოდ საჭმელს, ეს ეხება ყველანაირ პროდუქტს. კვლევის თანახმად მოთხოვნას - "მე მინდა საჭმელი" - ტვინი აღიქვამს, როგორც "მე მინდა" და სხეულიც ამ მოთხოვნილებას მორჩილად მიჰყვება.


რჩევა: კარგი იქნება, თუ წინასწარ დაწერთ საყიდელი ნივთების სიას. ასევე, გქონდეთ იმდენი ნაღდი ფული, რამდენის დახარჯვასაც აპირებთ. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ნაღდი ფულის დახარჯვას უფრო ერიდებიან, ვიდრე საკრედიტო ბარათებით გადახდას.

image




8. ციტრუსის წვენის დალევა

ციტრუსის წვენი ცარიელი კუჭის გაღიზიანებას იწვევს, რაც განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გასტრიტი აქვს ან მისი განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება.


რჩევა: ციტრუსის წვენი სასარგებლოც კი იქნება, თუ მას წყალში გააზავებთ და ისე დალევთ.

image




9. კამათი

მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ შიმშილი უფრო ნაკლებად მშვიდებს გვხდის. ეს იმიტომ ხდება, რომ თავის კონტროლი მოითხოვს ენერგიას, რომელიც ამჟამად კუჭისკენაა მიმართული.


რჩევა: თუ დისკუსიის დაწყებამდე ჭამის დრო არ გაქვთ, დალიეთ რამე თბილი და თქვენს "ოპონენტსაც" შესთავაზეთ. ეს ჟესტი მოსალოდნელ საუბარს უფრო მეგობრულად და თბილად წარმართავს.

image




––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

2. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი

3. როგორ მოვიშოროთ მწერები სახლიდან - 3 სასარგებლო და უსაფრთხო ხერხი

4. 10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის

5. 15 მეცნიერული ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით

.

0
3375
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0