სხვა ქართველი სპორტსმენის უპრეცენდენტო წარმატება 2018, 28 იანვარი, 0:47 ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძემ იაპონიაში იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. მიუხედავად მძიმე ტრამვისა და მესამე დივიზიონიდან დაქვეითებისა, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ის დაბრუნდა სავარჯიშოდ და ბრძოლაშიც ჩაება. ეს გამარჯვება მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ლევანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს წარმატება არა მხოლოდ მისთვის, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იაპონიაში ყველამ შეიტყო საქართველოს შესახებ. სპორტსმენის თქმით, საქართველოდ მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდა და ყველას მადლობას უხდის გამხნევებისათვის და მილოცვებისათვის. ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, ვინც ეს თასი მოიპოვა. მას გადაეცემა ფულიდი ჯილდო, ავტომობილი და კიდევ ბევრი სხვა პრიზი. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა საქართველოში. მას უკვე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
50 3-ს მოსწონს
|